LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 მაისს საქართველო მერანოს​ ​ღვინის​ ​ფესტივალს მეოთხედ უმასპინძლებს

111
მერანოს​ ​ღვინის​ ​ფესტივალი

30 ​მაისს​, ​ასოციაციის​ ​„ქართული​ ​ღვინო“​ ​და​ ​შატო​ ​მუხრანის​ ​ორგანიზებით​, ​მერანოს​ ​ღვინის​ ​ფესტივალი​ ​საქართველოში, შატო​ ​მუხრანში,​ ​უკვე​ ​მეოთხედ​ ​გაიმართება​.

ამ განსაკუთრებულ დღეს ერთ სივრცეში ერთიანდება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და გამორჩეული ღვინოები, დახვეწილ გასტრონომიულ პროდუქტებთან ერთად.

ფესტივალი მასპინძლობს საერთაშორისო ღვინის პროფესიონალებს იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან და აშშ-იდან.

ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ „შატო მუხრანის“ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ ისაუბრა:

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია: 400-​ზე​ ​მეტი​ ​დასახელების​ ​ღვინის​ ​გამოფენა​-​გაყიდვა​ ​საქართველოს​, ​იტალიის​, ​საფრანგეთის​, ​ესპანეთის​, ​პორტუგალიის​, ​უნგრეთის​, ​თურქეთის​ ​და​ ​სომხეთის​ ​რეგიონებიდან; ღვინის​ ​დეგუსტაციები; ​​ქართული​ ​გასტრონომიული​ ​პროდუქტების​ ​გამოფენა​-​გაყიდვა​; კულინარიული​ ​მასტერკლასები; სემინარები.

​მერანოს​ ​ღვინის​ ​ფესტივალი​ ​პირველად​ 1992 ​წელს​ ​სამხრეთ​ ​ტიროლში​, ​ქალაქ​ ​მერანოში​ ​გაიმართა​. ​ეს​ ​იყო​ ​პირველი​ ​ღვინის​ ​ფესტივალი​ ​ევროპაში​, ​რომელიც​ ​დროთა​ ​განმავლობაში​ ​არა​ ​მხოლოდ​ ​იტალიის​, ​არამედ​ ​მსოფლიო​ ​მასშტაბით​ ​წამყვან​ ​ღვინის​ ​მოვლენად​ ​იქცა​.

15 ​წელია​, ​რაც​ ​საქართველო​ ​​​მერანოს​ ​ღვინის​ ​ფესტივალთან ​თანამშრომლობს​. 2022 ​წელს​ ​მერანოს​ ​ღვინის​ ​ფესტივალი​ ​პირველად​ ​გასცდა​ ​იტალიის​ ​საზღვრებს​ ​და​ ​საქართველოში​ ​გაიმართა​. ​ამ​ 3 ​წლის​ ​განმავლობაში​ ​ფესტივალი​ ​გაიზარდა​, ​როგორც​ ​მონაწილეთა​, ​ასევე​ ​სტუმართა​ ​რაოდენობით​ ​და​ ​ღვინის​ ​პროფესიონალებისა​ ​და​ ​მოყვარულების​ ​შეხვედრის​ ​ტრადიციულ​ ​ადგილად​ ​იქცა​.

ფესტივალის პროგრამა იხილეთ აქ.

magti 5g