30-31 მაისს, სასტუმრო „მუზეუმის“ სივრცეში ტრადიციულად, მარავალფეროვანი ფორმატით პროექტი „თბილისური პეიზაჟები – მუზეუმში“ გაიმართება.
პროექტის ოფიციალური გახსნა: 31 მაისს 15:00 საათზე გაიმართება
პროექტის ხორციელდება „ვიპიარ ჯგუფის“ ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
პროექტის მიზანს: ქართველი ხელოვანების ერთ სივრცეში გაერთიანება, მათი შემოქმედების (სხვადასხვა მიმართულებით) მხარდაჭერა; გამოფენის ორგანიზება და თანამედროვე ქართველი ხელოვანებზე ორი მოკლემეტრაჟიანი მხატვრულ- დოკუმენტური ფილმის ჩვენება წარმოადგენს – ავტორი „ვიპიარ ჯგუფი“.
- 30 მაისი 15: 00 – 21:00 სთ ქართველის ხელოვანების შემოქმედების წარდგენა; ცოცხალი მუსიკალური პერფორმანსები
- 31 მაისი ( 2026 წ ) – თანამედროვე ქართველ ხელოვანებზე ორი მოკლემეტრაჟიანი, მხატვრულ – დოკუმენტური ფილმის ჩვენება:
„თანამედროვე ქართული ქორეოგრაფია თეატრში – კოტე ფურცელაძე“
„ანსამბლი სულიკო – ოპერის ხმები ქართულ ფოლკლორში“
პროექტის მონაწილე ხელოვანები, ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ ოქტომბერში, კუნძულ მალტაზე – ხელოვნების საერთაშორისო პლატფორმაზე „მალტის ექსპო“
„ვიპიარ ჯგუფი“ 2012 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებების, საერთაშორისო პროექტების, ტრენინგების, (ფორუმი, კონფერენცია, სიმპოზიუმი, გამოფენები, ქართული პროდუქციის წარდგენა, საერთაშორისო გასტროლები, ფოლკლორული, არტ, კლასიკური მუსიკის ფესტივალები…) მოწყობასა და ორგანიზებას, „საერთაშორისო პრომოუშენს„ საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: მალტა, შვეიცარია, პალერმო, შვედეთის სამეფო, ბარსელონა, კოსტა ბრავო – ესპანეთი, კანი- ნიცა- საფრანგეთი; მონტე-კარლო – მონაკო; სან-რემო – იტალია. ჩვენი ორგანიზებით განხორციელებულია 100 – ზე მეტი ადგილობრივი/ საერთაშორისო პროექტი და 12 სახელმწიფო გრანტი.

