ცნობილმა რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა გადაცემაში „პირველი სტუდია“ საკუთარ ოჯახსა და მეუღლეზე ისაუბრა. რეჟისორმა გულახდილად აღნიშნა, თუ რა უდიდესი როლი აქვს მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში მეუღლეს და იქვე დასძინა, რომ ოჯახურმა ყოფამ მეუღლის კარიერა გარკვეულწილად შეაფერხა.
როგორც ავთანდილ ვარსიმაშვილმა აღნიშნა, მეუღლე მისი მთავარი დასაყრდენია.
„ჩემი მეუღლეც არის, მეგობარიც და უნდა გითხრა, რომ კონსულტანტი, ექსპერტი – ჩემს საქმეშიც ძალიან მეხმარება. ჩემი მეუღლე მუსიკოსია. თავის დროზე, მე ვფიქრობ, იყო ძალიან კარგი პიანისტი. უბრალოდ, მერე ორი შვილისა და ჩემი მოვლა… ძნელია შეათავსო. შევიწირეთ მისი კარიერა, მაგრამ მე მგონი, ის არ ნანობს და არც მე არ ვნანობ რომ ასეთი მეულე მყავს“, – განაცხადა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.
