ბაბი კირკიტაძე „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ჩემი საქართველო“ იხსენებს, თუ როგორ ზრდიდნენ მას ზესტაფონში და რას ასწავლიდა ბაბუა.
„ის, რომ მე ვიცი შრომის ფასი, ზესტაფონის და ბაბუაჩემის დამსახურებაა, ბაბუაჩემს შვილიშვილებთან ურთიერთობის თავისებური მეთოდი ჰქონდა – ჩვენი ზომის თოხები დაგვირიგა, ბავშვები რომ ვიყავით და გვითხრა თითო მწკრივს, რომ გათოხნით, მიიღებთ 10 ლარსო. მართლა მახსოვს დილის 7 საათზე მე, ჩემი ძმა და დეიდაშვილი თოხებით ვიყავით ვენახში“
