LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track – სწრაფი გასასვლელის სერვისი ამოქმედდა

107
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამოქმედებული ახალი სერვისი – Fast Track – მგზავრებს პრიორიტეტული მომსახურებით, რიგების გარეშე უსაფრთხოებისა და საპასპორტო კონტროლის სწრაფად გავლის საშუალებას აძლევს, რაც აეროპორტში ყოფნის გამოცდილებას გაცილებით უფრო კომფორტულს და ეფექტურს ხდის.

სწრაფი გასასვლელის სერვისი ხელმისაწვდომია ყველა მგზავრისთვის. წვდომის შეძენა შესაძლებელია როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე აეროპორტში.

Visa-ს პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის სერვისით სარგებლობა განსაკუთრებული პირობებით, დამატებითი გადასახადის გარეშეა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g