LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში ფრენის დროს წესრიგის დამრღვევი მგზავრები ვერცერთი ავიაკომპანიის მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ

112
შავი სია

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ეროვნული საავიაციო „შავი სიის“ შექმნის ინიციატივას განიხილავს, რომელიც აგრესიულ და წესრიგის დამრღვევ მგზავრებს ბრიტანული ავიაკომპანიების მომსახურებით სარგებლობას შეუზღუდავს. მკაცრი რეგულაციების შემუშავების ბიძგი პიკურ პერიოდებში მგზავრთა მხრიდან არასათანადო ქცევის შემთხვევების ზრდა გახდა.   

მგზავრთა მხრიდან არასათანადო ქცევად განიხილება არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, ეკიპაჟის შეურაცხყოფა ან ფრენის დროს ძალადობა.

თუ „შავი სიის“ შესახებ ცვლილებები ძალაში შევა, ეს ნიშნავს, რომ მგზავრები, რომლებსაც ფრენა აეკრძალებათ ერთ ავიაკომპანიაში, ვეღარ შეძლებენ ბილეთების სხვა კომპანიებში დაჯავშნასაც კი.

„ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, აეროპორტში მშვიდად დალიოს, მაგალითად, ლუდი, მაგრამ ფრენის დროს ანტისოციალური ქცევა მიუღებელია. ეს საფრთხეს უქმნის მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოებას“, – განუცხადა მთავრობის წარმომადგენელმა BBC-ის.

გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის დეპარტამენტის ოფიციალური პირები ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან აღნიშნული წინადადების განსახილველად შეხვედრას მიმდინარე თვის ბოლოს გეგმავენ. სავარაუდოდ, სანქცირებული მგზავრების მონაცემთა ეროვნული ბაზა მთავრობისა და საავიაციო ინდუსტრიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g