LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს, თუმცა სიტუაცია საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ძალიან სერიოზულია“ – რას ამბობს პროფესორი გიორგი ფხაკაძე ებოლას ვირუსის გავრცელებზე

134
giorgi-fkhakadze_w_h

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის გავრცელების დინამიკა სულ უფრო საყურადღებო ხდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 452 დადასტურებული შემთხვევა და 82 გარდაცვალება ფიქსირდება. დაავადებამ უკვე შეაღწია 25-ზე მეტ ჯანმრთელობის ზონაში, რამდენიმე პროვინციაში და მეზობელ უგანდაშიც კი გავრცელდა.

საზოგადოებაში განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია ერთ დღეში გამოვლენილმა 71-მა ახალმა შემთხვევამ, თუმცა ეპიდემიოლოგების განმარტებით, ეს არა ვირუსის უეცარ აფეთქებას, არამედ ტესტირებისა და აქტიური ძიების გაფართოებას უკავშირდება.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის განმარტებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს – ქვეყანაში არ ფიქსირდება ადგილობრივი გადაცემა ან კონგოსთან პირდაპირი ეპიდემიოლოგიური კავშირი, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი ქვეყნისთვის განსაკუთრებული გაფრთხილება არ გაუციათ.

სიტუაციას გამოეხმაურა პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

„დღევანდელი 71 ახალი შემთხვევა უფრო მეტად გვაჩვენებს, რამდენად არასრული იყო ადრეული მონაცემები, ვიდრე იმას, რომ ვირუსმა ერთ დღეში მკვეთრად დააჩქარა გავრცელება. მთავარი გამოწვევა ახლა არის ყველა ფარული შემთხვევის დროული გამოვლენა, კონტაქტების მოძიება და საზოგადოების ნდობის მოპოვება. საქართველოს მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს, თუმცა სიტუაცია საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ძალიან სერიოზულია“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g