LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ ბუში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე მეუღლისა და შვილის გვერდით დაკრძალეს

47433515_2227373017275846_5835765330013585408_o

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯიმ მაკგრატი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ბუშის გვერდით ასევე, განისვენებენ მისი მეუღლე ბარბარა ბუში და მათი შვილი რობინი, რომელიც 1953 წელს, სამი წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკრძალვის ცერემონია დახურული იყო. შეგახსენებთ, რომ პანაშვიდი ვაშინგტონის კათედრალურ ტაძარში გაიმართა. მას ესწრებოდნენ აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g