მწუხარების დროს ვეყრდნობით ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ძალიან ახლოს არიან, ამ ადამიანებს, ჩვენი გაღიმებაც შეუძლიათ – ეს ფაქტი ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ, ამ წელს უკვე ორჯერ შეგვახსენეს.
მამის დაკრძალვაზე უმცროსი ჯორჯ ბუში, დაკრძალვაზე, წინა რიგში მყოფ საზოგადოებას, პირადად მიესალმა. სწორედ ამ რიგში იყვნენ მოქმედი პრეზიდენტი და პირველი ლედი, მელანია და დონალდ ტრამპები, ასევე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მის მეუღლესთან, მიშელთან ერთად.
ხელის ჩამორთმევის დროს მან მიშელ ობამას რაღაც გადასცა. ამ მომენტმა ბარაკ და მიშელ ობამები გაახალისა.
ეს მომენტი სექტემბრის მოვლენის დეჟავუსავით იყო, მაშინ ბუში ობამას გვერდით იჯდა და მას ჩუმად რაღაც გადასცა. ფაქტი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. წერდნენ, რომ ბუშმა მის მეგობარს დაკრძალვაზე კანფეტი მიაწოდა. მოგვიანებით, ბუშის სპიკერმა დაადასტურა, რომ მან მიშელ ობამას ნამდვილად გადასცა რაღაც, თუმცა ეს არა კანფეტი, არამედ ხველის საწინააღმდეგო წვეთები იყო.