გადაცემაში „სარკასტიკა“ ნუცა თოფურია პასუხობს კითხვას, რა ხდება მასა და ლუკა ჭოხონელიძეს შორის:
„მე და ლუკა წლებია, ვართ ძალიან კარგი მეგობრები. რა თქმა უნდა, ჩვენს დაბადების დღეზე ვიმღერეთ დუეტი, რაც ჩაწერილი გვაქვს. გადაგვიღეს ვიდეოები და ვირუსულად გავრცელდა. გოგონები რა მესიჯებს მწერდნენ, იცი? ლუკაც ახლა გაიგებს. ლუკა, ძალიან გთხოვ, ლუკა არ წამართვაო… ლუკა ძალიან ბევრ გოგოს მოსწონს, ეს გოგონები მწერდნენ, მე ვეუბნებოდი, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგადაა და შეგიძლიათ, იბრძოლოთ ლუკასთვის-მეთქი.
ლუკასნაირი ბიჭები მოგწონს?
ვაიმე… (იცინის). მე გავიმეორებ, რომ ლუკა არის ჩემი ძალიან კარგი მეგობარი.
