„ფორბსმა“ საუკეთესო საშობაო ბაზრობები დაასახელა. ამერიკულმა ჟურნალმა იმ ქალაქების სია შეადგინა, რომელთა მონახულებაც დღესასწაულზე მართლაც საუკეთესო იდეაა. მთავარი საახალწლო დანიშნულება კი წელს ზაგრებია. ხორვატიის დედაქალაქის საშობაო ბაზრობა მოგზაურთა გულებს მეგობრული ატმოსფეროთი, ციგურებითა და მისაღები ფასებით იგებს.
ზაგრების გარდა „ფორბსმა“ ასევე ჰელსინკიც გამოყო, სადაც ცივ ამინდს გულითადი ურთიერთობები ათბობს.
ლუქსემბურგი კი განსაკუთრებული უგემრიელესი საშობაო ტკბილეულით გახდა.
რაც შეეხება სტრასბურგს, საშობაო ბაზრის ტრადიცია იქ ჯერ კიდევ 1570 წლიდან იწყება.
ტალინში კი სჯერათ, რომ საშობაო ბაზრობა თვით სანტამ დააარსა.
ბრიუსელი ვიზიტორებს შოკოლადის საოცრებებით ხიბლავს, ხოლო ბუდაპეშტის ნახვა შუქის ფესტივალის გამო ღირს.