ლეონარდო დიკაპრიო და მისი შეყვარებული, იტალიელი მოდელი, ვიტორია ჩერეტი, ნიუ-იორკის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობის დროს გადაიღეს.
50 წლის ოსკაროსანი მსახიობი და 27 წლის სუპერმოდელი შესანიშნავ განწყობაზე იყვნენ.
დიკაპრიომ ყოველდღიური, კომფორტული სტილი შეარჩია. მას მუქი ფერის შორტი და თეთრი მაისური ეცვა. ვიტორია ჩერეტი კი წითელ ტოპსა და ლურჯ ჯინსში იყო გამოწყობილი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ლეონარდომ რჩეული ჰოლივუდის ყველაზე დიდ საღამოზე, „ოსკარებზე“ პირველად წაიყვანა. მედიის ცნობით, წყვილი დანიშნულია და მალე იქორწინებს.
ლეონარდო დიკაპრიომ რჩეული, ვიტორია ჩერეტი ჰოლივუდის ყველაზე დიდ საღამოზე პირველად მიიყვანა

