წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ყველაზე სასარგებლო ხილის, ლურჯი მოცვის შესახებ საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.
მისი თქმით, მოცვი არათუ არ წევს შაქარს მაღლა, არამედ ორგანიზმში მის რაოდენობას აბალანსებს.
„ხილი, რომელიც ყველამ უნდა მიირთვათ, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ყველასთვის ძალიან სასარგებლოა. ეს ხილი ნამდვილი ვიტამინების ბუმია და ორგანიზმს აცოცხლებს. ის საუკეთესოა თქვენი იმუნიტეტისთვის, რადგან სავსეა ანტიოქსიდანტებით. ხელს უშლის დაბერებას და კანს შიგნიდან აახალგაზრდავებს.
ეს კონკრეტული ხილი ტვინს კარგად ამუშავებს და მეხსიერებას აძლიერებს. ის ძალიან უხდება გულსისხლძარღვთა სისტემას. არეგულირებს წნევას და სისხლში შაქარს არ გიწევს, პირიქით აბალანსებს მას. ეს ხილი არის მოცვი. ლურჯი მოცვი საუკეთესოა ორგანიზმის გასაწმენდად და ენერგიის მისაღებად“, – ამბობს სანდრო ჯიბლაძე.
