LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება Brabus-ის პირველი იახტა

117
1098x1098

გერმანულმა ტიუნინგ-ატელიემ Brabus-მა ისტორიაში პირველი სრულფასოვანი იახტის პირველი ფოტო გაავრცელა. კომპანია აქამდე Brabus Marine-ის სახელით მხოლოდ პრემიუმ კლასის სწრაფ კატერებს აწარმოებდა, თუმცა ახლა იახტების სეგმენტშიც შედის.

პროექტი იტალიურ გემთსაშენ AB Yachts-თან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. პარტნიორობის შედეგად კომპანიები მინიმუმ ორი ძვირად ღირებული იახტის შექმნას გეგმავენ.

პირველი მოდელის ოფიციალური პრემიერა სექტემბერში, მონაკოს იახტების საერთაშორისო გამოფენაზე გაიმართება.

Brabus-ის განცხადებით, ახალი იახტები ბრენდის დიზაინისა და ინჟინერიის ფილოსოფიას წყალზე გადაიტანს, ხოლო AB Yachts-ის მრავალწლიანი გამოცდილება პროექტის ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს.

AB Yachts ცნობილია მაღალი წარმადობის ძვირად ღირებული იახტებით, რომლებიც 50 კვანძზე მეტ (დაახლოებით 93 კმ/სთ) სიჩქარეს ავითარებენ და ამავდროულად მგზავრებისთვის პრემიუმ დონის კომფორტს ინარჩუნებენ. კომპანიის ამჟამინდელი მოდელების სიგრძე 25-დან 40 მეტრამდე მერყეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები