LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შეზარხოშებულები და ბედნიერები – ელიზაბეტ ჰარლის რომანტიკული არდადეგები მაილი საირუსის მამასთან ერთად

138
page

61 წლის ბრიტანელი მსახიობი, ელიზაბეტ ჰარლი ზაფხულის არდადეგებს საფრანგეთის კურორტ, სენ-ტროპეში ატარებს. მასთან ერთად იმყოფება მისი რჩეული, 64 წლის მუსიკოსი ბილი რეი საირუსი, მომღერალ, მაილი საირუსის მამა.

მსახიობმა „ინსტაგრამზე“ საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა და პოსტს მოკლე წარწერა დაურთო: „მოგესალმებით სენ-ტროპედან“

კადრებში წყვილი ალკოლოჰური სასმელით ხელში ბუნებაში სეირნობს, ისინი აშკარად მცირედ შეზარხოშებულები არიან და დროს საოცრად მხიარულად ატარებენ.

ცნობისთვის, ელიზაბეტ ჰერლისა და ბილი რეი საირუსის რომანის შესახებ საზოგადოებამ გასული წლის აპრილში შეიტყო. მათ ერთმანეთი 2022 წელს, ფილმის „შობა სამოთხეში“ გადაღებების დროს გაიცნეს.

იმ პერიოდში ბილი რეი საირუსი ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო ტიშ საირუსზე, რომელთანაც თითქმის 30 წელი გაატარა. იმავე წელს წყვილი ოფიციალურად დაშორდა.

რაც შეეხება ელიზაბეტ ჰერლის, მსახიობს ერთი შვილი ჰყავს, ვაჟი, დემიენი, რომელიც 2002 წელს ამერიკელი ბიზნესმენის, სტივ ბინგისგან შეეძინა.

ფოტო/ვიდეო: „როცა შენი დედინაცვალი ელიზაბეთ ჰარლია“ – დიდი ოჯახური შეკრება მაილი საირუსის კონცერტზე

ფოტო/ვიდეო: ელიზაბეთ ჰარლიმ 60 წლის იუბილე შიშველი ფოტოთი აღნიშნა

„ჩემს ულამაზეს შეყვარებულთან ერთად რომში“ – ბილი რეი საირუსმა ელიზაბეთ ჰარლისთან რომანის შესახებ დუმილი დაარღვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები