მსახიობი ეკა დემეტრაძე პოდკასტის „მეხუტე ელემენტი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც შვილთან დამოკიდებულებასა და დედის როლზე საუბრობს.
„ვცდილობ, რომ ჩემი შვილის მეგობარი ვიყო, რადგან მივხვდი რომ იდეალური დედა ვერ ვიქნები, უბრალოდ არ გამომივა. ჩემი ცხოვრების წესიდან, პროფესიიდან და ბევრი სხვა რაღაციდან გამომდინარე.
მინდა ჩემმა შვილმა იცოდეს, რომ არსებობს სივრცე, სადაც უპირობოდ უყვართ და გაუგებენ. ერთხელ ჩემმა შვილმა მითხრა, ხანდახან შენი მეშინიაო. არის რაღაც წითელი ხაზები, რომელსაც უბრალოდ ვერ ვუტარებ.
