LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

201708111053262057296643

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მომხდარის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომობილის საჭესთან მჯდომი შუახნის მამაკაცი. ის ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g