რესტორანი „ერა ჰოლი“ ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ აღნიშნავს 80 წლის ქალბატონი თავის დაბადების დღეს. ქალბატონი მზია გალდავა ემიგრანტი გახლავთ და 80 წლის ასაკში შეუდარებლად გამოიყურება.
„ჩვენი შეუდარებელი იუბილარი… რესტორანი „ერა ჰოლი“ ქალბატონ მზიას ულოცავს 80 წლის იუბილეს… ის ჩვენი ხშირი სტუმარია და გახლავთ მაიამიდან…“, აღნიშნულია „ერა ჰოლის“ ვიდეოში.
მზია გალდავას დაბადების დღე ,,ასორტის” არაჩვეულებრივი ტორტით მიულოცეს. კომპანიის დამფუძნებელმა, ნატო ცომაიამ მას პირადადაც მიულოცა დაბადების დღე.
,,ჩვენს უძვირფასეს მზია გალდავას, ასორტის გუნდი ულოცავს 80 წლის იუბილეს❤️❤️❤️❤️❤️მრავალჟამიერ” – წერს ნატო ცომაია.

