LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულების სია ცნობილია

116
მესტიის კინოფესტივალი

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების  საერთაშორისო ფესტივალი 2026 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე, უკვე მეექვსეჯერ გაიმართა.

ფესტივალი დაარსებულია მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და კინორეჟისორისა და პროდიუსერის ხათუნა ხუნდაძის მიერ. დღეს იგი საქართველოსა და კავკასიაში მთის თემატიკის ერთადერთი საერთაშორისო კინოფესტივალია და ამასთანავე წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას ქართული და უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის.

მესტიის მოკლემეტრაჟიან და მთის ფილმების  საერთაშორისო ფესტივალის  2026 წლის გამარჯვებულების სია ასეთია:

ჯონ გლასბერგის ფილმი „Girl Climber“ ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა და ჯილდოდ სვანურ კოშკში ჩაყინული სვანური ოქრო გადაეცა.

ფილმი რედბულის პროდუქციაა და მოხარულები ვართ, რომ წელს დიდი კომპანიებიც შემოუერთდნენ ფესტივალს.

მთის თემატიკის ფილმების კონკურსში საუკეთესო ფილმად ფურბა ცერინგ ლამას ფილმი  „Jaar“ დასახელდა და ჯილდოდ ბროლის სვანურ კოშკში ჩაყინული მიხეილ ხერგიანის ბოლო თოკი  გადაეცა, რომელიც დიდებულ მთამსვლელს ქვათაცვენისას გაუწყდა,

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში კი საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო ქართველი რეჟისორის, ხათუნა ტატუაშვილის ანიმაციურმა ფილმმა ოჰ, დედა, დედა…“

წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული იყო იმით, რომ პირველად კონკურსში მონაწილეობდნენ ანიმაციური ფილმებიც. მთის თემატიკის ფილმების კონკურსში წარმოდგენილი იყო 7 სრულმეტრაჟიანი ფილმი, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში — 14 ფილმი, მათ შორის ხათუნა ტატუაშვილის ქართული ანიმაციური ფილმი „ოჰ, დედა, დედა…“ .

ფესტივალზე არასაკონკურსოდ ნაჩვენები იყო აზერბაიჯანელი რეჟისორს მინა საიდ-მამედოვას ფილმის სხვისი ნამუსი – Another’s Honor,  რომელშიც მთავარ როლს მესტიის კულტურის ცენტრის დირექტორი და ფესტივალის თანადამფუძნებელი – გეგი ფალიანი ასრულებდა.

ფესტივალი კი ლეგენდარული მიხეილ კალატოზიშვილის ფილმით – „ჯიმ შვანთე“, დაიხურა.

კონკურსებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა არაერთი პრეზენტაცია და ინდუსტრიული მასტერკლასი. მათ შორის:

  • ქართული ალპინიზმისადმი მიძღვნილი წიგნის „4 მარკა – 4 ცხოვრება პრეზენტაცია (ავტორები: ხათუნა ხუნდაძე და ივანე ჯაფარიძე);
  • MESMA Foundation-ის პრეზენტაცია;
  • საერთაშორისო კოპროდუქციის, კინოინდუსტრიაში პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის თემაზე მასტერკლასი, რომელსაც უძღვებოდნენ ფრანგი პროდიუსერი Guillaume de Seille და კინოინდუსტრიის PR მენეჯერი Dany de Seille;
  • პროდიუსერ Olena Yershova- მასტერკლასი, რომელმაც ისაუბრა თემაზე: ერთი გვერდის სინოფსისიდან ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის FIPRESCI-ის ჯილდომდე.

საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე იყო სიდიქ ბარმალი, Siddiq Barmak, ხოლო ჟიურის წევრები იყვნენ ელიფ დაღდევირენი  –Elif Dağdeviren,  კიმ ჰიუნგ კოო- Kim Hyung-Koo, გიომ დე საი – Guillaume de Seille და მარიამ კანდელაკი-Mariam Kandelaki.

ფესტივალი ჩატარდა კულტურის სამინისტროს,მესტიის მუნიციპალიტეტის, ეროვნული კინოცენტრის, შემოქმედებითი საქართველოს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით. საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ საზოგადოებრივი არხი, რადიო „ფორტუნა“, „სვანეთი ნიუსი“ და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო ტელევიზია.

ფესტივალის ფარგლებში კულტურის ცენტრის ფოიეში მოეწყო ნათელა გრიგალაშვილისა და შალვა ალხანაიძის ფოტოგამოფენა, ფესტივალის სტუმრები საქართველოს მთებს სხვადასხვა რაკურსით ეზიარნენ.

ფესტივალი მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა რიჰომ და მუშო სულუხიას ტრიომ.

გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება,

Best Mountain Film
Jaar (India)
Directed by Phurba Tshering Lama

Grand Prix
Girl Climber (Austria, USA)
Directed by Jon Glassberg
Short Film Competition

Best Film
Oh! Mother, Mother… (Georgia)
Directed by Khatuna Tatuashvili
Jury Special Mentions

The Silent Applause (India)
Directed by Abhimanyu Kanodia
Archaic (France)
Directed by Mathiew LeLay