გიორგი სუხიტაშვილმა თავისი საყვარელი პაპა გვანცას პოდკასტში გაიხსენა.
გიორგიმ აღნიშნა, რომ პაპასთან ყოველ ორ დღეში ჩადიოდა.
„ყოველ მეორე დღეს ჩამოვდიოდი, მე თუ არ ვიყავი საქართველოში ვინმე ჩამოდიოდა…პაპაჩემს ტელეფონი არ ჰქონდა, ვერ იყენებდა, ამიტომ ის უყურებდა გზას.
მე სულ უნდა ჩამოვსულიყავი…
აქ ყველაფერი არის ნაცნობი, იქ პაპაჩემის გამოთლილი სარებია, რომლებსაც კიდე ვიყენებ…“ – აღნიშნა მომღერალმა.
გიორგი ხშირად აკითხავდა თავის პაპას სოფელში, სადაც ის ცხოვრობდა და მისი მონაწილეობით საინტერესო ვიდეოებსაც უზიარებდა თავისი გვერდის გამომწერებს.
გიორგის პაპა 2022 წელს გარდაეცვალა.
