LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1–14 სექტემბრის პერიოდში განხორციელდება

328
სასკოლო ფორმები

„პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1-14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ხოლო, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია II–VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, – ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.

როგორც აღნიშნულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: I ეტაპი – 25 აგვისტო; II ეტაპი – 15 ოქტომბერი; III ეტაპი – 30 ნოემბერი.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდა.

შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ დირექტორი მიხეილ ყუფარაძე ETON KIDD-ის საწარმოს ეწვია, სადაც სასკოლო ფორმების წარმოების პროცესს, გამოყენებულ ტექნოლოგიებს და ხარისხის კონტროლის მექანიზმებს გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვის მიზნით, ბაზრის კვლევა გამოაცხადა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად საქართველოში რეგისტრირებული ჩინური კომპანია Glory Textile Industry გამოვლინდა.

კომპანიამ სასკოლო ფორმების დამზადებისა და საქართველოში მიწოდების უზრუნველსაყოფად ჩინეთში მოქმედ მწარმოებელ ბრენდს Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management-თან ითანამშრომლა.

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება:

I ეტაპი – 25 აგვისტო; II ეტაპი – 15 ოქტომბერი; III ეტაპი – 30 ნოემბერი.

პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ხოლო, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია II–VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, – წერია შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები