ხობის მუნიციპალიტეტში 6 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დინებამ გაიტაცა. 7 წლის ლაზარე ადგილობრივებმა ტრაგედიის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრში იპოვეს და ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. დედის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
„ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე… ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს… დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო…” – წერს ოჯახის ახლობელი.
