LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„15 წუთი განუწყვეტლივ მირეკავდა, შემდეგ კი მითხრა, ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, ვინ ხარო…“ – ცნობილია ჯონ ვოიტის რეაქცია და სიტყვები შვილის „ქამინგ-აუთზე“

154
page

რამდენიმე დღის წინ ანჯელინა ჯოლის 53 წლის ძმამ, ჯეიმს ჰევენმა, განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ საჯაროდ გააკეთა „ქამინგ-აუთი“. მსახიობმა ყოფილი მეუღლის, რეალითი-შოუს ვარსკვლავის, რომი იმბელის Substack-ის პირდაპირ ეთერში წაიკითხა პირადი წერილი, რომელშიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად ისაუბრა.

ანჯელინა ჯოლის 53 წლის ძმამ, განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გეია

ასევე ცნობილია მისი მამის, ცნობილი მსახიობის, ჯონ ვოიტის რეაქცია ვაჟის მოულოდნელ აღიარებაზე. ჰევენმა განაცხადა, რომ მამამისმა მას შემდეგ დაურეკა, რაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ გეია.

მისი თქმით, ვოიტი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ურეკავდა, სანამ საბოლოოდ ტელეფონს უპასუხებდა.

„ბოლოს ტელეფონს ვუპასუხე და უბრალოდ ვუთხარი: „ჰეი“. მან კი დაიწყო: „ასე რომ…“ მე მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა. შემდეგ მითხრა: „ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, ვინ ხარ“, – გაიხსენა ჰევენმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ მამასთან ძალიან გულწრფელი და თბილი საუბარი ჰქონდა. ჰევენმა აღნიშნა, რომ საუბრის დასრულებისთანავე ყოფილ მეუღლეს, რომი იმბელს დაურეკა და უთხრა, რომ მამისგან ასეთ მშვიდ რეაქციას ნამდვილად არ ელოდა.

„ვერ ვიჯერებდი, რასაც ვისმენდი. ის მეუბნებოდა: „ახლა მესმის, რატომ იყავი ასე ჩაკეტილი და პირად ცხოვრებას რატომ მალავდიო“, – თქვა მსახიობმა.

ჰევენის თქმით, მამამ ასევე უთხრა, რომ ახლა უკვე უკეთ ესმოდა მისი წარსული ქცევისა და გადაწყვეტილებების მიზეზები.

ჯეიმს ჰევენმა პოდკასტში მამასთან რთულ ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი საერთოდ არ ურთიერთობდნენ და დაახლოებით ექვსი წელი ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ. ჯეიმსის განცხადებით, ურთიერთობის მთავარი პრობლემა მისთვის ყოველთვის ის იყო, რომ მამისგან საკმარის დაფასებას ვერ გრძნობდა. თუმცა ახლა მათ ურთუერთობის მოგვარება შეძლეს.

ანჯელინა ჯოლის ძმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დისა და დისშვილების დასაცავად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები