LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ძმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დისა და დისშვილების დასაცავად

288
page

ანჯელინა ჯოლის ძმა, ჯეიმს ჰევენი დიდხნიანი პაუზის შემდეგ  გამოჩნდა და ერთ-ერთ პოდკასტში ანჯელინაზე, დისშვილებსა და ჯოლი-პიტის სკანდალურ განქორწინებაზე ისაუბრა.

52 წლის  მსახიობმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დისშვილების დასაცავად. მისი თქმით, ანჯელინასა და ბრედის განქორწინების შემდეგ, და-ძმას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო.

„ჩვენი ურთიერთობის ახალი ეტაპი, მისი დაცვითა და შემდგომ უკვე მის შვილებზე ზრუნვით დაიწყო“, – აცხადებს ჰევენი.

ცნობისთვის, ჯეიმსი ბოლოს 2022 წელს, მამასთან, ჯონ ვოიტთან ერთად გადაიღეს. აგრეთვე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯოლის ძმას სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

ანჯელინა ჯოლის მამა და ძმა მრავალწლიანი გაუჩინარების შემდეგ პირველად გადაიღეს

ფოტო: ანჯელინა ჯოლის გაღატაკებული ძმა წლების შემდეგ პირველად გამოჩნდა – ნახეთ სად ცხოვრობს ჯეიმს ჰევენი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები