LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მაჭავარიანი ნიკა გვარამიაზე – ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა – ოდნავადაც არ გრცხვენიათ?

206
ლევან მაჭავარიანი

შეგახსენებთ, რომ ამ „უსამშობლო აგენტს“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ? – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ -ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებას ყარაბაღთან დაკავშირებით დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს „აფხაზეთთან პარალელად არ უნდა გაიგოს ვინმემ“.

„შეგახსენებთ, რომ ამ „უსამშობლო აგენტს“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ?

იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს „უსამშობლო აგენტი“ 1 თვის წინ ძალიან დამწუხრებული საუბრობდა იმაზე, რომ განადგურებულ უკრაინას აღდგენისთვის მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, რადგან მშვიდობაა საქართველოშიო“,- წერს ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია“ და ფაშინიანით იმიტომაა აღფრთოვანებული, რომ მან „ტრავმების დამარცხება შეძლო“. ამ თემაზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ფაშინიანმა „არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან იმ მიზეზით, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთს დაულაგდებოდა ურთიერთობა და ევროკავშირისკენ მეტი პერსპექტივა ექნებოდა“. მისივე თქმით, იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე ყარაბაღთან დაკავშირებით.

„რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, ასე შემდეგ, გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ ნუ, მომაშორეთ, წაიღეთ, იმიტომ, რომ მართლა მათი იყო. ისტორიული ყარაბაღი, მასე ისტორიულად, ლორეზეც შეგვიძლია, ქართველები ვედავოთ სომხებს,“- აღნიშნა გვარამიამ და დასძინა, რომ მისი ეს განცხადება არ არის აფხაზეთთან პარალელი და არ უნდა გაიგოს ვინმემ არასწორად.

„ტრავმის ნაწილზე ვამბობ. აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა ყველა აღიარებით და ყარაბაღი არ ყოფილა სომხეთის ტერიტორია, არცერთი აღიარებით“,- აღნიშნა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები