LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნახე, რას ჭამ სინამდვილეში!“ – რომელ პროდუქტზე საუბრობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული

331
ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ვიდეომიმართვაში „კიბორჩხალის ჩხირების“ შესახებ ინფორმაციას უზიარებს თავის გამომწერებს.

სპეციალისტი ამბობს, რომ ამ პროდუქტში საერთოდ არ არის კიბორჩხალის ხორცი – მეტიც, მისი თქმით, ეს პროდუქტი სხვადასხვა არომატიზატორისგან, თევზის პასტისა და საკვები დანამატებისგან შედგება.

„თუ გსურთ მაინცდამაინც გლეხებისგან შეიძინოთ რძე, მაშინ…“ – რატომ არის საშიში პლასტმასის მეორად ბოთლებში რძის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია, სურსათის უვნებლობის სპეციალისტის განმარტება

„კიბორჩხალის ჩხირები ფართოდ გავრცელებული ინგრედიენტია და ბევრისთვის საყვარელ პროდუქტს წარმოადგენს, მაგრამ მის შემადგენლობაში საერთოდ არ არის კიბორჩხალის ხორცი. მისი ძირითადი ინგრედიენტია თევზის პასტა და სხვადასხვა თევზების ფარში, მათ შორის საერთოდ არ არის კიბორჩხალის ჩხირი. ის შედგება კიბორჩხალის არომატიზატორისგან, გემოსა და არომატის გამაძლიერებლებისგან და სხვა საკვები დანამატებისგან, წითელი ფერი კი არის საკვების საღებავი…“ – ამბობს სპეციალისტი.

„თუ გაყიდვაში ძროხის თავი შეგხვდათ, იცოდეთ, რომ სახიფათოა…“ – როგორ არ შევცდეთ ხორცის შეძენისას და რა საფრთხეს შეიცავს კუსტარული სასაკლაო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები