იუმორისტი ნიკა არაბიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, თუ რატომ არ დარჩა ემიგრაციაში:
„როცა უმაღლესი დავამთავრე, ჭირდა სამსახურის შოვნა, ამიტომ მომიეია უცხოეთში, კერძოდ, გერმანიაში სამუშაოდ წასვლა. თერთმეტი თვე ვიყავი, ვერ დავალაგე ჩემი საქმე ისე, როგორც მინდოდა და ემიგრაციიდან უკან მომიწია ჩამოსვლამ. აქ ჩამოსული „პიკასოს ბიჭებში“ მოვხვდი და უამრავი კონცერტი ჩავატარეთ, მერე ტელევიზიაში მოვხვდი და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დღემდე მოვედი და ვაკეთებ საქმეს, რაც მიყვარს და რაც გამომდის…“
