ყოველწლიური კონკურსის ჟიურიმ საუკეთესო მოდელი გამოავლინა. უკვე მეორე წელია გამარჯვებული Volvo-ს ბრენდის ავტომობილი ხდება. წელს პირველობა კროსოვერმა XC40-მა მოიპოვა, 2017 წელს კი საპატიო წოდება – XC60 ხვდა წილად.
ჟიურიმ, რომელიც 60 ავტოჟურნალისტისგან შედგებოდა, კონკურსანტები – დიზაინის, ინტერიერის ხარისხის, კომპაქტური ზომებისა და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით შეაფასეს. კონკურსანტთა სია კი 27 ნომინანტისგან შედგებოდა და იაპონური ბრენდი მათგან მხოლოდ 10 იყო. ამომავალ მზის ქვეყანას Subaru Forester, Daihatsu Mira Tocot, Toyota Corolla Sport, Toyota Crown, Lexus LS, Nissan Serena e-Power, Honda Clarity PHEV, Honda CR-V, Mazda CX-8 და Mitsubishi Eclipse Cross წარმოადგენდნენ. ფინალში 6 იაპონური და 4 ევროპული მოდელი გავიდა და ჯამში მათ 25 ქულიანი სისტემით აფასებდნენ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის არსებობის ისტორიაში იმპორტულ ავტომობილს ის მხოლოდ 3-ჯერ აქვს მოგებული. წელს კი გარდა მთავარი გამარჯვებულისა, პრიზები – Honda Clarity PHE-მ, BMW X2-მა და Daihatsu Mira Tocot-მა მიიღეს.