პიტ დევიდსონი ბრუკლინის რაიონში ახალი ფილმის, Tommy Karate-ის გადაღებებზე შენიშნეს. მსახიობმა როლისთვის გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. მან გრძელი, მუქი თმა, შუაზე გაყოფილი წინამო და ლურჯი ფერის კონტაქტური ლინზები მოირგო. მისი ცნობა თითქმის შეუძლებელი იყო.
„რა გაიკეთა ასეთი?!“, „საოცარი გარდასახვა“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, დევიდსონი ფილმში რეალური კრიმინალს, ტომი პიტერას განასახიერებს, რომელიც კრიმინალური ოჯახის წევრი იყო და საბრძოლო ხელოვნების ცოდნით იყო ცნობილი. ფილმი მისი ცხოვრების ისტორიასა და სამართალდამცველების მიერ მის ძებნასა და დაკავებაზე მოგვითხრობს.
კინოსურათის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
პიტ დევიდსონმა კიმთან დაკავშირებული ყველა ტატუ მოიშორა