LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმი, „როგორ მოვიშოროთ მამაკაცი 10 დღეში“ 23 წლის შემდეგ ბრუნდება – უახლესი დეტალები

187
Untitled design

ყველასათვის საყვარელი ფილმი, „როგორ მოვიშოროთ მამაკაცი 10 დღეში“ მეორე ნაწილით ბრუნდება. ამჯერად კი მისი პროდიუსერი თავად ქეით ჰადსონი იქნება.

ცხადია, შემქმნელებს სურთ, რომ ქეით ჰადსონმა და მისმა პარტნიორმა, მეთიუ მაკკონაჰიმ, თავიანთი როლები კვლავ შეასრულონ. პროექტის პროდიუსერი ჰადსონთან ერთად სტეისი შერიც იქნება.

წყაროს ცნობით, სრული სამსახიობო შემადგენლობის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომანტიკული კომედია 2003 წელს გამოვიდა. კინოსურათმა მსოფლიო მასშტაბით თითქმის $180 მილიონის შემოსავალი მოაგროვა და დღეს რომანტიკული კომედიების ჟანრის საკულტო, კლასიკურ ნამუშევრად ითვლება.

„ეს ფილმი ახლაც ყველასათვის საყვარელია“- მეთიუ მაკკონაჰი ფილმის „როგორ მოვიშოროთ თაყვნისმცემელი 10 დღეში“ გაგრძელებაზე ფიქრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები