LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3856
მიხეილ ცაგარელი

გუშინდელი სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების შემდგომ დღესაც სიფრთხილე გამოიჩინეთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს.

ღამის 01:00 საათიდან 24:00 საათამდე (თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში) გასტანს ე.წ უკურსო მთვარის პერიოდი. ამ დროს ყურადღება მკვეთრად დუნდება, რაც ტრავმების, ავარიებისა და კონფლიქტების ხშირი მიზეზი ხდება. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებსა და ქვეითებს.

დღის ზოგადი ტენდენციები:

დღეს რთულდება ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება; ლოგიკისა და პრაგმატულობის უკმარისობა გაართულებს წარმატების მიღწევას. ნუ აჰყვებით ცდუნებებს, სიზარმაცეს, წარსულზე ფიქრს, ზედმეტ ფანტაზიებს, ილუზიებსა და გადამეტებულ თანაგრძნობას – ეს ყველაფერი შესაძლოა სერიოზული უსიამოვნებებისა და მოტყუების მიზეზი გახდეს.

აკონტროლეთ ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ უარყოფით ინფორმაციას, წვრილმანებზე კრიტიკასა და საყვედურებს, რადგან ჩაძიება გარშემომყოფებს ძალიან გააღიზიანებს. ნუ გასცემთ დაპირებებს და მოერიდეთ ტყუილს.

კატეგორიულად იკრძალება საიდუმლო საქმეების წარმოება და საიდუმლო სიყვარული – ფარული ინფორმაცია ადვილად გამოაშკარავდება. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები ახდება უახლოესი 20 დღის განმავლობაში.

დღის რეკომენდაციები:

დღე სასიკეთოა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ფოტოგრაფიისთვის, ქველმოქმედებისთვის, მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებისთვის, იურიდიული საქმეებისთვის (მათ შორის სასამართლო პროცესებისთვის), კულინარიისა და საზოგადოების წინაშე გამოსვლისთვის. არ არის რეკომენდებული ახალი და სარისკო საქმის დაწყება, ტერფების მასაჟი, ექოსკოპია, ანალიზების ჩაბარება, ახალი ფეხსაცმლის ყიდვა ან პირველად ჩაცმა.

ჯანმრთელობა:

კვების რაციონიდან ამოიღეთ კონსერვები, ნამცხვრები, ლუდი, ტკბილი გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები.

ჯანმრთელობის სუსტდება ტერფების ზონა, მხედველობა, ლიმფური და ნერვული სისტემები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მარგალიტი, გიშერი, ალექსანდრიტი, მარჯანი და ამეთვისტო. ხოლო ტანსაცმელში მწვანე, ვერცხლისფერი, თეთრი, იისფერი და ფირუზისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე საუკეთესოა კუროს, კირჩხიბის, თხის რქასა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები