LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი არის წესრიგში, ნაყოფი არის ფანტასტიკური – მართლაც ფანტასტიკურია!“ – მაკა ჩიჩუას ორსულობის ისტორია და თემო მარგველაშვილის მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნი

8131
მაკა ჩიჩუა თემო მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პოდკასტს „მედგიდი“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი ორსულობის ისტორიაზე ისაუბრა. 

„მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი არის წესრიგში, ნაყოფი არის ფანტასტიკური. მართლაც ფანტასტიკურია.

ძალიან კარგია, რომ არ ვიცოდი. რატომ იცი? ეს ჩემთვის ორსულობის დროს სტრესი იქნებოდა. ვიცხოვრებდი იმ განცდით, რომ რა იქნება, როგორ უნდა ვმართო და რა პრობლემას დავეჯახები. მაინც დავიძაბებოდი“, – აცხადებს მაკა ჩიჩუა. 

პოდკასტს უსაყვარლესი თემო მარგველაშვილიც სტუმრობდა, რომელმაც საქართველოს ჰიმნი შეასრულა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. 

„რა მაგარი ბიჭი ხარ! მთელი გულით მღერის“,

„ძალიან ნიჭიერი და საყვარელი თემო ❤️“, 

„სიყვარულის ბიჭი 💝“, – აღნიშნავენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები