LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება 1-2 სექტემბერს საქართველოში – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

2027
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

სააგენტოს ინფორმაციითვე, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება:

„გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები