LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდანაშაულოა ჩემი შვილი და უკვირს, აქ [ციხეში] რატომაა, გაკვირვებულია…“ – რას ამბობს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამა

469
გიგა ავალიანის საქმე

„უდანაშაულოა ჩემი შვილი და უკვირს, აქ [ციხეში] რატომაა, გაკვირვებულია…“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მერაბ მალანიამ განაცხადა მედიასთან, რითაც გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე მისი შვილის, გიორგი მალანიას დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, კერძოდ კი, პროკურატურას რამდენიმე მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი.

მერაბ მალანიას თქმით, დღეს დაკითხული მოსწავლეებიდან, ყველამ დაადასტურა, რომ მის შვილს არავინ იცნობდა. 

„გამოიკითხნენ ჯგუფელები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ არ იცნობდნენ გიორგის და ეს იყო სულ… სხვადასხვა ჯგუფში იყვნენ, იმიტომ რომ ერთი წლით წინ არის ჩემს შვილზე, ის აბიტურიენტი იყო და სხვა ჯგუფში იყო…

დღეს გაუკეთებია განცხადება, რომ ჩემმა შვილმა გადაადგილების მარშრუტი იცოდა, როცა შენობის გარეთ არ ჰყავდა ნანახი თავისი მასწავლებელი ჩემს შვილს, საინტერესოა, რის საფუძველზე აკეთებს ეგეთ განცხადებას…

უდანაშაულოა ჩემი შვილი და უკვირს, აქ [ციხეში] რატომაა, გაკვირვებულია“, – აცხადებს მერაბ მალანია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

„ორკესტრირებულად მკვლელების დაცვა ვის ტვინშიც მოიხარშა, ის საშიშია საზოგადოებისთვის! ხალხმა საქმის წვრილმანი დეტალებიც კი იცის და თქვენი პოლიტიკური კუნტრუში მათ აზრს ვერ შეაცვლევინებს“ – ეკა კუპატაძე