LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორკესტრირებულად მკვლელების დაცვა ვის ტვინშიც მოიხარშა, ის საშიშია საზოგადოებისთვის! ხალხმა საქმის წვრილმანი დეტალებიც კი იცის და თქვენი პოლიტიკური კუნტრუში მათ აზრს ვერ შეაცვლევინებს“ – ეკა კუპატაძე

150
ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მოიგ მიმართვას ავრცელებს.

ეკა კუპატაძე მოქალაქეებს მიმართავს და მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ამასთან, როგორც ეკა კუპატაძე აღნიშნავს, ის „იცოცხლებს მანამ, სანამ გიგა ავალიანის სამართალს სრულყოფილად არ დააყენებს და ყველა დამნაშავე თავისი დანაშაულის საპირწონე პასუხს არ აგებს“.

„თუ ახლა ნია იმნაძე ცუდად არის, არ მიკვირს, გუშინ მეც გავათენე ღამე, მაგრამ ამაში არც მე მიმიძღვის ბრალი და მითუმეტეს არც გიგას“ – ეკა კუპატაძე

„ემოციურად და ფიზიკურად გადატვირთული დღე მქონდა გუშინ და ვერ მოვახერხე პოსტის დაწერა. ამისთვის ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც სიახლეს ჩემგან ელოდებით.

უპირველესად, ხალხი ჩემთვის ბრბო არ არის, არის საზოგადოება და ჩემთან ერთად უკომპრომისოდ იბრძვის მკვლელების წინააღმდეგ.

მადლობა საზოგადოებავ!

მე ველოდი პოლიტიკური ტალღის აზვირთებას, რადგან არაფერი სხვა არ გამოუვიდათ მკვლელების ოჯახებს და მათ ადვოკატებს. ვფიქრობ, ყველა მიხვდება, რომ გიორგი ლეკიშვილის ანკესზე წამოეგნენ და უკან დახევა მოუწევთ. ზოგს შერცხვება, ზოგს არა.

ორკესტრირებულად მკვლელების დაცვა ვის ტვინშიც მოიხარშა, ის საშიშია საზოგადოებისთვის!

ადვოკატს აქვს უფლება, დაიცვას ბრალდებული და არ აქვს უფლება მორალური საზღვრების გადაკვეთის.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყველა ადვოკატი გადავიდა ზღვარს, გარდა დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატ მერაბ ჩიქოვანისა. ის სასამართლო პროცესზე თითის ქნევით, მკაცრი ტონით და დიქციითაც კი საუბრობდა, მაგრამ ზღვარს არ გადასულა არც ერთი წამით.

ჩემი პატივისცემა მას და იმ ადვოკატებს, ვინც მიხვდნენ ვის იცავდნენ და საქმიდან ღირსეულად გავიდნენ.

მე ადვოკატ გიორგი ლეკიშვილზე მაქვს საკმაოდ მსუყე ინფორმაციები და იმნაძის პროცესების დასრულების შემდეგ მას მივხედავ.

მოკლედ ვიტყვი:

1) არც ნია იმნაძის ადვოკატს და არც ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატს ჯერ საქმის მასალები არ აქვთ, აზრზე არ არიან რა წერია მასალებში.

2) მიუხედავად საზოგადოების მაღალი ინტერესისა, პროკურატურა ვერ იტყოდა, ნია იმნაძის დასაჭერად მივდივართო (მეც ადვოკატის ლაივით გავიგე) და დაპატიმრებამდე ვერ გამოაქვეყნებდა მტკიცებულებებს.

3) ნია იმნაძის ადვოკატს, გიორგი ლეკიშვილს, იმნაძის დაკავების დროს ხელში ეჭირა მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ.

მოსამართლის განჩინებაში მტკიცებულებებს რა უნდა, ბოროტო, მანიპულატორო გიორგი ლეკიშვილო?!

(ვფიქრობ, ნაპროკურორალმა ადვოკატმა ეს უნდა იცოდეს).

4) დღეს მითხრეს, შენი გვარი არ იცისო ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატმა. ხოდა, ახლა მაგან საქმის მასალები იცის?!

5) ტრენდად გაშვებული ეკას გვარი არ ვიცით, უკვე ნიშნავს, რომ არც არაფერი არ იციან საქმის ირგვლივ და უბრალოდ „შაჭყალ არაშრულჭლოვანს იჭელენ“, გამოხტომით „სვეცკაობენ“.

ხალხმა ჩემი გვარი კი არა, საქმის წვრილმანი დეტალებიც კი იცის და თქვენი პოლიტიკური კუნტრუში მათ აზრს ვერ შეაცვლევინებს.

მაინც უნდა დავწერო ესეც:

1) თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე ახლა პოლიტიკური განხილვებისთვის მცხელა, აზროვნების უნარი არ აქვს!

2) ვფიქრობ, თავიდან ბოლომდე შესწავლილი ვართ სახელმწიფოს მხრიდან და იციან, რომ სულაც არა ვარ მათი მეხოტბე, მაგრამ ვიტყვი ათასგზის:

– მას შემდეგ რაც საქმე გადავიდა გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ და იძიებს მკვლელობის განყოფილება, წინა გამოძიების პროცესში კარგად მიჩქმალული და შეფუთული დანაშაული ამოაყირავეს და მტკიცებულებებით გაამყარეს.

მადლობა ამისთვის!

მე მზად ვარ ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევისთვის და ვერავინ და ვერაფერი მომერევა!

ვიცოცხლებ მანამ, სანამ გიგა ავალიანის სამართალს სრულყოფილად არ დავაყენებ და ყველა დამნაშავე თავისი დანაშაულის საპირწონე პასუხს არ აგებს!“ – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

„დადგება დრო და თქვენი დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია“ – ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანს

„7 ოქტომბერს, ღამით, მთაწმინდაზე, წყვილები – იმნაძე/გაბაშვილი და რიკაძე/ბერუაშვილი – ერთად აღნიშნავდნენ გიგაზე თავდასხმას… სასამართლოზე ამტკიცონ სიმართლე“ – ეკა კუპატაძე

ცნობისათვის, სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე რამდენიმე პირი უკვე ცნო დამნაშავედ. კერძოდ, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

გიგა ავალიანის საქმეზე ორი არასრულწლოვანი – ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. მათ საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება და მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან შესახლებულები, თუმცა, ვიდრე იქ გადაიყვანდნენ, დაკავების შემდეგ, ნია იმნაძე კლინიკაში მოათავსეს, ვინაიდან, სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

„ნია იმნაძის დედას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს…ჩემი შვილი მიატოვეს, მიაგდეს, რომ მომკვდარიყო!“ – გიგა ავალიანის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები