ნია იმნაძე ბოლო ჩვენებაში თვითონ ამბობს, რომ მან უთხრა ალექსანდრე გაბაშვილს [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში მსჯავრდადებული გიგას [ავალიანის] შესახებ – ამის შესახებ „პირველებს“ მოკლული მასწავლებლის დედამ, ეკა კუპატაძემ განუცხადა.
„რად გვინდა ნია იმნაძის ჩვენება ჩვენ. ანძებით ერთად არიან ნია იმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი, როცა ალექსანდრე გაბაშვილი გიგას სურათებს სქრინავს. ერთად არიან და ეს ანძებით ჩანს, როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება გიგას საქმეში. დიახ, ნია იმნაძის ტელეფონი იყო გასუფთავებული. მას ტელეფონი 10 ნოემბერს ჩამოართვეს და 9 ნოემბერი რომ დაღამდა, მან უკვე იცოდა, რომ პოლიცია ჩამოართმევდა ტელეფონს და 9 ნოემბრის ღამით გაასუფთავა ტელეფონი. დიახ, წაქეზება გამოიწვია იმ ქმედებამ. რატომ ვამბობდი სიტყვას „წაქეზება“ 20 ოქტომბრიდან? იმნაძეს, რომ ეს ამბავი ეთქვა ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანთან, არა უჭირდა, რადგან არც მოხდებოდა დანაშაული. მაგრამ მან კარგად იცოდა… ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური წარსული და აწმყო, მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა და ეს, რა თქმა უნდა, იცოდა, ნია იმნაძემაც. როცა კრიმინალური აზროვნების ადამიანთან საუბრობ, თან ისეთ ადამიანთან, ვის მიმართაც სიმპათია გაქვს, რა თქმა უნდა, ეს უკვე ნიშნავს დანაშაულისკენ ბიძგებას…
მე ვიცი ის, რომ ნია იმნაძე სასამართლო პროცესზე ცუდად არ გამხდარა, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მეტიც, ჩემი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ, სასამართლოდან ნია იმნაძე გაღიმებული გავიდა. თუ ახლა ნია იმნაძე ცუდად არის, არ მიკვირს, გუშინ მეც გავათენე ღამე, მაგრამ ამაში არც მე მიმიძღვის ბრალი და მითუმეტეს არც გიგას. ადამიანურად, თუკი ის ახლა, მართლა ცუდად არის, ჩემი შვილის მკვლელიც შეიძლება, შემეცოდოს. მე ნია იმნაძის სახელის და გვარის ხსენების გამო მიჩივის ის ადვოკატი, მისი ე.წ. უფლებადამცველი, რომელმაც ის დამამცირებელ მდგომარეობაში აჩვენა სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მოკლული გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს, გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე დააკავეს.
გიგა ავალიანის საქმის პროკურორის ქეთევან სონიძის განცხადებით, ნ.ი. სამართალდამცავებმა დააკავეს „ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ და მძიმედ დაზიანების წაქეზების მუხლით“ (ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე მუხლის მესამე ნაწილის ლ ქვეპუნქტი).
