„თბილისის მთავარი სამმართველოს იზოლატორშია მოთავსებული აბსურდული, სავარაუდო ბრალდებით. ეს ბავშვი არაფერს შესწრებია და არაფერი იცოდა“, – ამის შესახებ ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი, ქეთევან ვარდანაშვილი „ფორმულასთან“ აცხადებს.
„7 ოქტომბერს, ღამით, მთაწმინდაზე, წყვილები – იმნაძე/გაბაშვილი და რიკაძე/ბერუაშვილი – ერთად აღნიშნავდნენ გიგაზე თავდასხმას… სასამართლოზე ამტკიცონ სიმართლე“ – ეკა კუპატაძე
.ი. სამართალდამცავებმა დააკავეს „ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ და მძიმედ დაზიანების წაქეზების მუხლით“ (ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე მუხლის მესამე ნაწილის ლ ქვეპუნქტი).
„სისხლის სამართლის საქმეში ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. ბავშვი არაფერს შესწრებია და არაფერი იცოდა. ბრალდების მხარის ეს დამოკიდებულება და მით უფრო სასამართლო განჩინებით პატიმრობის განსაზღრა არასრულწლოვნის მიმართ, შოკისმომგვრელია. დავას რა თქმა უნდა გავაგრძელებთ“, – ამბობს ადვოკატი ქეთევან ვარდანაშვილი.
ცნობისთვის, ანასტასია ბერუაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოს იზოლატორში არის მოთავსებული. მას ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
საგამოძიებო უწყება ანასტასია ბერუაშვილს სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
