ჯასტინ და ჰეილი ბიბერების პაპარაცულმა ფოტოებმა ფინეას ო’კონელისა და კლაუდია სულევსკის ქორწილიდან ინტერნეტში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გავრცელებულ კადრებში, ვარსკვლავური წყვილი ემოციური საუბრისას არის აღბეჭდილი.
სურათებზე, ჰეილი აქტიური ჟესტიკულაციით გამოირჩევა. იგი საუბრისას ხელებს ასავსავებს, ხოლო ჯასტინი ოდნავ მოხრილი პოზით უსმენს მას. ამ კადრებმა მედიასა და სოციალურ ქსელებში მყისიერად გააჩინა ჭორები წყვილს შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ.
გავრცელებული ვერსიების მიუხედავად, სხეულის ენის ექსპერტები კონფლიქტის არსებობას უარყოფენ. ექსპერტ, ჯუდი ჯეიმსის განცხადებით, კადრები არ ტოვებს ჩხუბის შთაბეჭდილებას. მისი განმარტებით, ჰეილის ხელები არა მეუღლისკენ, არამედ სხვა მიმართულებით ჰქონდა გაწვდილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის, სავარაუდოდ, ქორწილში მიმდინარე რომელიმე სხვა მოვლენას ემოციურად აღწერდა. ჯასტინის სხეულის ენა კი უფრო დაღლილობაზე ან ნაკლებად პოზიტიურ განწყობაზე მიანიშნებდა და არა აგრესიაზე.




ჭორებს წერტილი თავად ჯასტინ ბიბერმა დაუსვა, როცა სოციალურ ქსელში ქორწილიდან მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ამით, მომღერალმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მათ ურთიერთობაში პრობლემები არ არსებობს.
ცნობისთვის, ქორწილი, რომელსაც ბიბერები ესწრებოდნენ, 29 აგვისტოს კალიფორნიაში გაიმართა და მას უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა. საქორწილო ცერემონია ფინეასის დამ, ბილი აილიშმა ჩაატარა.