წონაში 97 კილოგრამის დაკლება, პლასტიკური ოპერაციები, განცდები, ემოციები მარიამ ბოლქვაძის ცხოვრების ის პერიოდებია, რამაც, როგორც თვითონ ამბობს, საბოლოოდ საკუთარ თავთან თავიდან მიიყვანა.
მარიამ ბოლქვაძემ ამ ყველაფრის შესახებ ახლა უკვე Ambebi.ge-ს პირველი ინტერვიუ მისცა.
– მარიამ, დავიწყოთ იმით, რომ 13-შვილიან ოჯახში გაიზარდეთ. ვინ არიან თქვენი მშობლები?
– ვარ საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა ალექსანდრე ბოლქვაძის შვილი. მამა 13 შვილის მამა და 22 შვილიშვილის ბაბუაა, თან კიდევ 3 პატარას ველოდებით.
რაც შეეხება დედას, ნინო ბზვანელს – ის არის პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი და ხელმძღვანელობს საბურთალოს წმინდა გიორგის ტაძრის მრავალშვილიან დედათა ასოციაციას, სადაც ჯამში 30 დედა და 310 შვილია. დედა აქტიურად ეწევა მრავალშვილიანი დედების პოპულარიზაციას. გარდა ამისა, ცნობილი ბრენდის, “ფოფოდიას“ დამფუძნებელი და დიზაინერია – ქმნის უძვირფასეს სამკაულებს ვერცხლისა და ძვირფასი ქვებისგან. მყავს ყველაზე პროგრესული, შეგნებული და საოცარი მშობლები, რომლებიც უპირობოდ ჩემ გვერდით არიან ყველა საკითხში.
– როგორია 13-შვილიან ოჯახში გაზრდა და ის, როცა მამა სასულიერო პირი გყავს. იყო თუ არა ეს თქვენთვის თუნდაც რაიმე საკითხში შეზღუდვა?
– სასულიერო პირის შვილობა არანაირ აკრძალვებს არ ნიშნავს – პირიქით, ეს არის სილაღე და თავისუფლება.
13-შვილიან ოჯახში გაზრდა ჩემთვის ბედნიერებასთან, წარმოუდგენლად საინტერესო ცხოვრებასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ მამას ძალიან დიდი მრევლი ჰყავს და ჩვენი ოჯახი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, სახლში არასდროს შექმნილა ისეთი გარემო, სადაც თავს შეზღუდულად ვიგრძნობდით.
ინტერვიუ სრულად იხილეთ Ambebi.ge – ზე

