ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება დილით 06:43 საათზე და გასტანს გვიან ღამემდე, 23:56 საათამდე. ამ დროს ადამიანებში ყურადღება ზედმეტად დუნდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმული ტენდენციები. ყურადღების მოდუნებამ იოლად შეიძლება ხელი შეუწყოს მოულოდნელ ინციდენტებს, ამიტომ მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
დღის ზოგადი ტენდენციები:
დღეს ადამიანთა ქცევაში მეტად გამოვლინდება ემოციები და არა ლოგიკა. მაღალია დაცინვის, ჭორების, ინტრიგებისა და „ფეიკების“ ალბათობა. აუცილებლად გადაამოწმეთ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია, რათა შეცდომა არ დაუშვათ. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, საიდუმლოებების გაცემასა და გადაჭარბებულ ფანტაზიორებას.
დღე კარგია შემოქმედებითი მუშაობისთვის, ქველმოქმედებისთვის, სწავლისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, სარეკლამო აქტივობებისთვის და პრეზენტაციებისთვის.
სასიკეთოა ტელევიზორის, ტელეფონის, კომპიუტერისა და კონდიციონერის შესაძენად. დღე ხელს უწყობს საბანკო ოპერაციებსა და მშენებლობას. არ არის რეკომენდებული უჰაერო სივრცეებში ყოფნა, რემონტის დაწყება. მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ნუ მიიღებთ ახალ თანამშრომლებს სამსახურში და ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. დღევანდელი სიზმრები არ ახდება.
ჯანმრთელობა:
ეფექტურია სახსრების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის მკურნალობა, ასევე სუნთქვითი ვარჯიშები. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები და კუჭის ზონა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. რაციონში მეტად ჩართეთ თევზი და მოშუშული ბოსტნეული.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან ეფექტურია ტოპაზი, გიაცინტი, ამაზონიტი და ლაბრადორი. ფერები, რომლებიც მიმზიდველობასა და შარმს აძლიერებს, არის ნაცრისფერი, ბეჟი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ყვითელი ტონები.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე კარგია ლომისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ დღის ნეგატიური გამოვლინებებისა და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.
დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.