LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში სასაზღვრო კონტროლი, საშობაო ბაზრობებზე კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

strasbourgshooting

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობასთან ახლოს, შეიარაღებული პირის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ადამიანი. „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმის შემდეგ იგი გაიქცა.

მომხდარზე გამოძიება საფრანგეთის კონტრტერორისტულმა პროკურორმა დაიწყო. დაშავებულთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ექვსი კი მსუბუქადაა დაშავებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მომხდარის შემდეგ საფრანგეთში სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდა. ამასთან, გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები ყველა საშობაო ბაზრობის მიმდებარედ.

დამნაშავის დაკავებას 350 სამართალდამცველი ცდილობს. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, თავდამსხმელი 29 წლისაა და სავარაუდოდ სწორედ სტრასბურგში დაიბადა. იგი პოლიციისთვის ცნობილი იყო შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო. მას პოლიცია ქურდობისთვის ეძებდა. იგი სამშაბათს საკუთარი ბინიდან გაიქცა, სამძებრო სამუშაოების დროს კი სამართალდამცველებმა მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი, რომელიც სტრასბურგში შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს, დაიკეტა.

magti 5g