LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია გაიმართება თელავში, თბილისში და სხვა ქალაქებშიც – გრიგოლ ვაშაძე

3875A3B7-9547-43E7-BBD1-E2779A893C08_cx0_cy19_cw0_w1023_r1_s

გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში აქციას გამართავს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, აქცია დედაქალაქში და ასევე სხვა ქალაქებშიც გაიმართება, თუმცა ყველაზე მასშტაბური თელავში იქნება.

“საქართველოში ჩატარდა კრიმინალური დაჯგუფებების, მათთან შეზრდილი კორუმპირებულ ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ სპეცოპერაცია. იმისთვის, რომ ხელისუფლებას გაეგო ამომრჩეველთა აზრი, შევთავაზეთ პოლიტიკური პროცესის დაწყება, მაგრამ მათ სრული იგნორირება გაუკეთეს ამას. რადგან ხელისუფლებამ ყურად არ იღო საერთაშორისო დამკვირვებლების აზრი, ჩვენი შეთავაზებები, ამიტომ, 16 დეკემბერს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას,“ – განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არ უნდა დაიწყოს პანიკა ინაუგურაციის ადგილის ცვლილებაზე, რადგან არავინ არავის ერჩის.

“ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაიგოს განრისხებული ამომრჩევლის ხმა. თბილისშიც გვექნება აქცია და სხვა ქალაქებშიც, მაგრამ მთავარი და ყველაზე მასშტაბური იქნება თელავში,” – აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 16 დეკემბერს, თელავში, არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. სწორედ ინაუგურაციის პარალელურად, ჩაატრდება აქციებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g