LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10 ოქტომბრის მთავარი რჩევაა…“ – რა მოხდება 10 ოქტომბერს და რას ურჩევს ას­ტრო­ლო­გი, ნინა ხომერიკი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

1557
ნინა ხომერიკი

ას­ტრო­ლო­გი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში 10 ოქტომბრის ახალმთვარეობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ეს არის ახალი მთვარის ციკლის დასაწყისი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ახალი დასაწყისი“ მარტივი და მსუბუქი არ იქნება“.

ასტროლოგის განმარტებით, „10.10.10 შეგვიძლია აღვიქვათ როგორც სიმბოლური ნულოვანი წერტილი — მომენტი, როდესაც ძველი წესები და მიდგომები გადაფასებას ითხოვს და ახალი ეტაპის შექმნის შესაძლებლობა ჩნდება“.

მისივე თქმით ეს პერიოდი, ასევე კარგია ურთიერთობების შესამოწმებლად, „რადგან ასეთ დროს, განსაკუთრებით მკაფიო ჩანს, რამდენად მყარ საფუძველზე დგას ურთიერთობა, არის თუ არა მასში ნდობა, გულწრფელობა, პასუხისმგებლობა და რეალური სურვილი ერთმანეთის გვერდით ყოფნის“:

„10.10.2026 — სამი ათეულის დღე და სასწორის ახალმთვარეობა!

2026 წლის 10 ოქტომბერს გვექნება ახალმთვარეობა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც UTG დროით 15:50, ხოლო საქართველოს დროით 19:50 წუთზე მოხდება სასწორის მე- 18* გრ-ში, სადაც ასევე იქნება მზის და მთვარის ზუსტი შეერთება. ეს არის ახალი მთვარის ციკლის დასაწყისი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ახალი დასაწყისი“ მარტივი და მსუბუქი არ იქნება. ეს დღე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არა მხოლოდ ასტროლოგიური თვალსაზრისით, არამედ მისი ნუმეროლოგიური სიმბოლიკითაც. 10.10.2026 (2+0+2+6 = 10) წლის ციფრების ჯამიც 10-ს გვაძლევს, ამიტომ მივიღეთ სიმბოლური სამი ათეული — 10.10.10. ნუმეროლოგიური თვალსაზრისით, 10 დაკავშირებულია ერთი ციკლის დასრულებასთან და ახალი ციკლის დაწყებასთან, შემობრუნებასთან, ცვლილებასთან და ახალი მიმართულების არჩევასთან. ამიტომ 10.10.10 შეგვიძლია აღვიქვათ როგორც სიმბოლური ნულოვანი წერტილი — მომენტი, როდესაც ძველი წესები და მიდგომები გადაფასებას ითხოვს და ახალი ეტაპის შექმნის შესაძლებლობა ჩნდება. ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ყველაფერი ავტომატურად შეიცვლება, პირიქით , ასეთი სიმბოლური თარიღები ყველაზე საინტერესო მაშინ ხდება, როდესაც ისინი ემთხვევა ძლიერ ასტროლოგიურ კონფიგურაციებს, ბოლო 500 წელის განმავლობაში არ მომხდარა. შესაძლებელია ბევრს ეგონოს, რომ 2026 წლის 10.10-ის 10:10 წუთი სარკისებული კორიდორია, რომელიც სურვილის ასრულებებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს დღე არ უკავშირდება სამყაროსგან ნაბოძებ გულუხვ საჩუქრებს, ეს არის დღე, როდესაც სისტემა მკვეთრად შეცვლის წესებს, რადგან ცის კაბადონზე უკიდურესად მკაცრი ასტროლოგიური კონფიგურაციები იკრიბება, ეს არის პერიოდი, როდესაც „მშვიდობის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად“ შეიძლება აღარ აღმოჩნდეს საკმარისი, საჭირო ხდება ისეთი ბალანსის შექმნა, სადაც ორივე მხარის ინტერესს აქვს ადგილი.

თუ ვიხელმძღვანელბთ იმ წესით, რომ ყველაფერი, რაც იქმნება, უკვე იყო, შეგვიძლია ვნახოთ რა მოუტანა სამი ათიანის პირტალმა წარსულში მსოფლიოს. მსგავს პორტალი აქტიური იყო 10,10,2008 (2+0+0+8) და 10,10,2017 (2+0+1+7) წლებში, თუმცა, ახლანდელი განსხავებული და იშვითია იმით რომ, ამ მოვლენას ემთხვევა ახალმთვარეობა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, რაც თავისთავად აღნიშნავს ამ ნიშნის მყიფე ბალანსს ჩვენს სამყაროში და მსგავსი დამთხვევა არ ყოფილა თითქმის 500 წლის განმავლობაში, ანალოგიური მოვლენა წარსულში მოხდა 10,10,1540 და მომავალში იქნება 10.10.2341 წელს. ამ წლებს უკავშირდება ისეთი მოვლენები, როგორიცაა: ხმელთაშუა ზღვაში ძალთა გეოპოლიტიკური ბალანსის რღვევა და ევროპის კლიმატური წონასწორობის ჩამოშლა, რაც გამოწვეული იყო 11 თვიანი გვალვით და დიდი რაოდენობა ხარნძრებით.

ნუმეროლოგიით 1900 წლიდან მოყოლებული, პირველი სამი ათეულის პორტალი 2008 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა და ეს დღე დაემთხვა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს. 10 ოქტომბრის კვირაში, ამერიკის საფონდო ბირჟის ინდექსი დაეცა და მთლიანობაში დაახლოებით 18.2%-ით შემცირდა, S&P 500-მა კი კვირაში 20%-ზე მეტი დაკარგა, ძლიერი ვარდნა განიცადა აზიისა და ევროპის საფონდო ბაზარმა, იაპონიისა და ბრიტანეთის საფონდო ბირჟის მთავარი ინდექსი თითქმის 10%-ით დაეცა, ასევე მოხდა ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა, შეჩერდა ვაჭრობა ისლანდიის საფონდო ბირჟაზეც, 10 ოქტომბერს სინგაპურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რეცესიაში შევიდა და მისი ეკონომიკა შემცირდა ექსპორტზე მოთხოვნის ვარდნის ფონზე, რამაც მსოფლიოს ფინანსურ სისტემაში პანიკა გამოიწვია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პერიოდი საქართველოსთვისაც, რადგან სულ რამდენიმე კვირით ადრე, მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომი, ხოლო 10 ოქტომბერს უკვე მიმდინარეობდა პოსტ-საომარი პროცესები.

შემდეგი სამი ათეულის პორტალთან, კერძოდ: 2017 წლის 10 ოქტომბერთან დაკავშირებული მოვლენები ასევე საინტერესო პარალელებს გვაჩვენებს. ამპერიოდში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა დეცენტრალიზაციისა და ბლოკჩეინის იდეის გაძლიერება, აშშ-ში მასშტაბური ტყის ხანძრები, ხოლო ანტარქტიდაში, ივლისში ყინულის შელფიდან მოწყვეტილი გიგანტური აისბერგის მოძრაობა და მისგან დაშორება. ამავე დღეს მწვავე იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და ირანის ბირთვული შეთანხმების გარშემო დაძაბულობა. კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხიც სწორედ 10 ოქტომბერს შევიდა განსაკუთრებულად მწვავე ფაზაში, პარალელურად, საერთაშორისო დღის წესრიგში, კვლავ უმნიშვნელოვანესი იყო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და აშშ–ჩრდილოეთ კორეის მზარდი დაპირისპირება, ასევე მნიშვნელოვანი იყო გარემოსდაცვითი და ეკონომიკური დღის წესრიგიც, აშშ-ის ადმინისტრაციამ “Clean Power Plan”-ის გაუქმების პროცესი დაიწყო, ხოლო ბუნებრივი რესურსების მოპოვებასა და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო დონეზე აქტიურად განიხილებოდა.

როგორც, უკვე ზემოთ ავღნიშნე, ახლანდელ პორტალს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს სასწორის ნიშანში მიმდინარე ახალმთვარეობა, რომელიც ურთიერთობების, პარტნიორობის, შეთანხმებების, ბალანსისა და სამართლიანობის თემების ახალი ციკლის დასაწყისია და ამ ახალმთვარეობის მმართველი პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობაშია და იმყოფება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ, ახალი დასაწყისი მარტივად„ნულიდან დაწყებას“ არ ნიშნავს, ის გვაბრუნებს ძველ საკითხებთან, დაუმთავრებელ ურთიერთობებთან, ფინანსურ ვალდებულებებთან და იმ ღირებულებებთან, რომელთა შეცვლაც უკვე აუცილებელი ხდება. მორიელში ვენერა განსაკუთრებით აძლიერებს საერთო ფინანსების, ვალების, რესურსების გადანაწილების, ძალაუფლების, კონტროლისა და ღრმა ტრანსფორმაციის თემებს. აქ ზედაპირული გადაწყვეტილებები ნაკლებად მუშაობს, საჭიროა იმის დანახვა, თუ რა რეალური მიზეზი დგას პრობლემის უკან. ამ ყველაფერს ემატება სტაციონარული პლუტონის ენერგია, რომელიც ასტროლოგიურად უკავშირდება ძალაუფლების, კონტროლისა და სისტემური ცვლილებების თემებს. ასეთ პერიოდში არსებული სტრუქტურები და ძალთა ბალანსი განსაკუთრებით მკაფიოდ ავლენს თავის პრობლემურ და სუსტ მხარეებს, რაც გარდაქმნის, ძველი მოდელების გადახედვისა და ახალი წესების ჩამოყალიბების აუცილებლობას აჩენს, ამიტომ, 10.10.2026-ის მთავარი თემა, მხოლოდ ახალი დასაწყისი არ არის, მისი მთავარი ასტროლოგიური თემებია:

ურთიერთობა — შეთანხმება — პასუხისმგებლობა — საზღვრები — არჩევანი, ანუ ეს არის: ძველის დასრულება – რეალური მიზეზების აღმოჩენა – რესურსების გადაფასება და ახალი წესების ჩამოყალიბება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, ვალდებულებებს, ფასეულობებს, პარტნიორულ ურთიერთობებსა და ძალთა ბალანსს. ეს დღე გვახსენებს, რომ: ზოგჯერ ახალი ციკლის დასაწყებად საჭიროა არა უბრალოდ რაღაცის დაწყება, არამედ იმის გაშვება, რაც უკვე აღარ მუშაობს.

რაც შეეხება ახლანდელი პორტალის დადებით მხარეს, სამი ათეული შეიძლება ძალიან ძლიერი სიმბოლური ინსტრუმენტი გახდეს თვითრეფლექსიისთვის. არსებობს მარტივი პრაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც ემოციები მძვინვარებს, გადაწყვეტილების მიღება რთულია ან გვგონია, რომ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ, სანამ რამეს იტყვით, გააკეთებთ ან საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, საკუთარ თავს დაუსვით სამი კითხვა:

1. რას ვიგრძნობ ამ გადაწყვეტილების შემდეგ 10 წუთში?

2. რას ვიგრძნობ ან რა შედეგს მივიღებ 10 თვეში?

3. რას ვიგრძნობ 10 წლის შემდეგ?

ეს სამი კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ემოციური ფონი ძლიერია და ამწუთიერი განცდა გვაიძულებს, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მივიღოთ.

10 წუთი – გვაჩვენებს ამწუთიერ ემოციას.

10 თვე — გადაწყვეტილების შესაძლო შედეგს.

10 წელი — გვაძლევს შესაძლებლობას, სიტუაციას უფრო დიდი დროითი პერსპექტივიდან შევხედოთ.

ზოგჯერ ის, რაც ახლა სასწრაფოდ გადასაწყვეტი გვგონია, 10 წლის პერსპექტივაში საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი, ხოლო ზოგჯერ პირიქით,სწორედ დღევანდელი პატარა არჩევანი შეიძლება გახდეს ის ნაბიჯი, რომლის მნიშვნელობასაც მხოლოდ წლების შემდეგ გავაცნობიერებთ.

ამიტომ, სანამ ემოციის გავლენით იმოქმედებთ, გაჩერდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს და შეიძლება პასუხმა თქვენი გადაწყვეტილება შეცვალოს.ასტროლოგიაში არის პერიოდები, როცა ემოცია სწრაფად იზრდება, ძველი წყენა ზედაპირზე ამოდის, ურთიერთობები იძაბება და გვიჩნდება მოულოდნელი სურვილები, რაღაც დავასრულოთ, ვთქვათ, გავაკეთოთ ან რადიკალურად შევცვალოთ, მაგრამ ყველა ძლიერი ემოცია არ მოითხოვს მოქმედებას. ზოგჯერ ეს უბრალოდ სიგნალია, რომ რაღაც ჩვენში ყურადღებას ითხოვს. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როცა მოქმედების სურვილი მოდის გაბრაზებიდან, წყენიდან, შიშიდან, შურისძიების სურვილიდან ან იმპულსიდან, იმიტომ, რომ ის, რაც ახლა გვგონია, რომ „ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა“, შეიძლება უბრალოდ წუთიერი ემოციური რეაქცია აღმოჩნდეს. ეს არის გზა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ემოციების ტალღებიდან, მომავლის პერსპექტივაში გადავინაცვლოთ. ასტროლოგია სწორედ ამას გვასწავლის, რომ ტრანზიტი შეიძლება გვიჩვენებდეს კრიზისს, დაძაბულობას ან გარდაქმნის აუცილებლობას, მაგრამ არჩევანი მაინც ჩვენზეა.

• ურანის დროს შეიძლება გვინდოდეს ყველაფრის ერთ დღეში შეცვლა;

• მარსის დროს — ბრძოლა;

• ლილიტის დროს — აკრძალულის დარღვევა და ისეთი სიმართლის თქმა, რომელსაც დიდხანს ვმალავდით;

• სატურნის დროს — ყველაფრისთვის წერტილის დასმა.

გახსოვდეთ, რომ სამყარო არ გვაიძულებს, ის მხოლოდ გვაჩვენებს, სად არის ჩვენი სუსტი ადგილი, სად დაგროვდა დაძაბულობა და სად დგება ცვლილების დრო, ამიტომ, სანამ სიტყვას იტყვით, ურთიერთობას დაასრულებთ, დატოვებთ სამსახურს, მიიღებთ გადაწყვეტილებას ან ისეთ რამეს გააკეთებთ, რომლის უკან დაბრუნებაც რთული იქნება, დაიცადეთ და ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ეს ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილებაა�თუ უბრალოდ ჩემი დღევანდელი ემოციის გადაწყვეტილებაა?“ რადგან ზოგჯერ, ერთი წუთით შეჩერება, გვიცავს იმ გადაწყვეტილებისგან, რომლის შედეგებთანაც შეიძლება წლების განმავლობაში მოგვიწიოს ცხოვრება. ყველა ემოციას უნდა მოვუსმინოთ,�მაგრამ ყველა ემოციის მიხედვით მოქმედება არ არის საჭირო.

ეს პერიოდი, ასევე კარგია ურთიერთობების შესამოწმებლად, რადგან ასეთ დროს, განსაკუთრებით მკაფიო ჩანს, რამდენად მყარ საფუძველზე დგას ურთიერთობა, არის თუ არა მასში ნდობა, გულწრფელობა, პასუხისმგებლობა და რეალური სურვილი ერთმანეთის გვერდით ყოფნის. ასეთი დღეები ხშირად აჩენს იმას, რასაც ჩვეულებრივ ფარავს ყოველდღიურობა, მაგალითად: დაუმთავრებელ წყენას, ძალთა დისბალანსს, უთქმელ მოთხოვნებს ან პირიქით, ურთიერთობის რეალურ სიმტკიცეს, ამიტომ „შემოწმება“ არ ნიშნავს აუცილებლად დაშორებას, ეს არის შესაძლებლობა, დაინახო: ეს ურთიერთობა რეალურად გაძლიერებთ თუ მხოლოდ ჩვევით ინარჩუნებთ, შეგიძლიათ თუ არა ერთმანეთთან გულწრფელად საუბარი და ის, რასაც დღეს ირჩევთ, გექნება თუ არა მისი მომავალშიც შენარჩუნების სურვილი.

სასწორი ეცდება შექმნას ბალანსი, მაგრამ ამ ახალმთვარეობის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფიგურაციაა მისი და სატურნის ოპოზიცია, რომელიც ამჟამად რეტროგრადულია ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და უპირისპირდება მთვარეს სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, რაც მიუთითებს, იმაზე რომ სასწორის სურვილს, შეინარჩუნოს ჰარმონია და შეთანხმება, ეწინააღმდეგება სატურნის მოთხოვნა, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას, საზღვრებსა და რეალურ ვალდებულებებს, ამიტომ, ეს დღე განსაკუთრებით საინტერესოა ურთიერთობების შესაფასებლად.

რას ამოწმებს ახალმთვარეობა ურთიერთობებში:

1. თანაბარია თუ არა ურთიერთობა;

2. არის თუ არა პასუხისმგებლობა ორმხრივი;

3. სად ვთმობ საკუთარ თავს მხოლოდ იმისთვის, რომ ავიცილოთ კონფლიქტი;

4. სად გადის თქვენი საზღვრები;

5. რას ვპირდებით ერთმანეთს რეალურად და არა მხოლოდ სიტყვებით.

სატურნი სწორედ აქ გვაიძულებს, ურთიერთობის ფორმა მის რეალურ შინაარსს შევუსაბამოთ. თუ კავშირი მყარ საფუძველზე დგას, ეს პერიოდი ურთიერთობის უფრო მკაფიოდ განსაზღვრის, პასუხისმგებლობების აღებისა და მისი გამყარების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ თუ ურთიერთობაში დიდი ხანია არსებობს დისბალანსი, გაურკვევლობა, ცალმხრივი პასუხისმგებლობა ან ვალდებულებებისგან თავის არიდება, ეს თემები ახლა გაცილებით ხილული ხდება. სატურნი არ ანგრევს იმას, რაც მყარად დგას, ის გვაჩვენებს, რამდენად შეესაბამება ურთიერთობის გარეგნული ფორმა მის რეალურ საფუძველს, ამიტომ ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ურთიერთობის გამყარებისა და ოფიციალურად განსაზღვრის პერიოდი, ხოლო ზოგისთვის იმის გაცნობიერება, რომ არსებული ფორმა აღარ შეესაბამება ურთიერთობის რეალურ მდგომარეობას და აუცილებელია ცვლილებები.

ამ პერიოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რეტროგრადული ვენერა, რომელიც ამჟამად მორიელის ზოდიაქოში იმყოფება და 10 ოქტომბერს შექმნის მარსთან ზუსტ კვადრატს. ეს ასპექტი განსაკუთრებით ამძაფრებს ურთიერთობების ემოციურ, ვნებითა და სურვილებთან დაკავშირებულ თემებს. აქ შეიძლება გაჩნდეს შინაგანი წინააღმდეგობა ისეთ საკითხებს შორის, როგორიცაა:

• რა მინდა და რა არის სწორი?

• მინდა თუ არა ეს ადამიანი?

• მომწონს თუ არა ეს ურთიერთობა ისეთი, როგორიც ახლა არის?

• მიზიდულობა თუ წყენა?

• სიახლოვე თუ დამოუკიდებლობა?

ამიტომ, 10 ოქტომბრის ენერგია შეიძლება განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდეს პირად ურთიერთობებში, როდესაც სურვილი, ემოცია და რეალური საჭიროება ერთმანეთისგან განსხვავებულ პასუხებს გვაძლევს. ვენერას რეტროგრადული მოძრაობა, განსაკუთრებით ხელს უწყობს ძველი გრძნობების, წარსული ურთიერთობების, დაუმთავრებელი თემებისა და ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას, თუმცა, აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რეტროგრადული ვენერა ავტომატურად არ ნიშნავს ყოფილ პარტნიორთან დაბრუნებას, მისი მთავარი ფუნქციაა ჩვენი ღირებულებების, სურვილებისა და ურთიერთობის ხარისხის გადაფასება და იმის გააზრება, რას ვეძებთ ურთიერთობაში, რა გვაკმაყოფილებს, რას ვეგუებით და რა აღარ შეესაბამება ჩვენს რეალურ საჭიროებებს, ამიტომ, ამ პერიოდში, არ არის აუცილებელი დაბრუნდეს ადამიანი, არამედ საჭიროა საბოლოოდ შეფასდეს წარსულთან დაკავშირებული ემოციები, საკითხები და კითხვებზე პასუხი მხოლოდ ამწუთიერი ემოციის მიხედვით არ გავცეთ, აუცილებელია დავაკვირდეთ, რა გვინდა სინამდვილეში და რა გვჭირდება იმისთვის, რომ ურთიერთობაში საკუთარი თავი არ დავკარგოთ.

გარდა პირადი გრძნობებისა და ემოციებისა აქტიურდება საქმიანი ურთიერთობებიც, რადგან სასწორი მხოლოდ სიყვარულს არ მართავს, ის ასევე ეხება:

• ხელშეკრულებებს;

• მოლაპარაკებებს;

• პარტნიორობას;

• თანამშრომლობას;

• იურიდიულ შეთანხმებებს;

• ურთიერთსასარგებლო პირობებს.

ამიტომ, 10 ოქტომბერი კარგია პირობების გადასახედად და მოლაპარაკების დასაწყებად, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება ურთიერთობის სტატუსს, დიდ ფინანსურ ვალდებულებას ან კონტრაქტს. ვენერა 13 ნოემბრამდე იქნება რეტროგრადული, ხოლო 24 ოქტომბერს მერკურიც რეტროგრადდება, რაც შემდგომ პერიოდში საქმეების გადახედვის თემას კიდევ უფრო აუცილებელს ხდის.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ იუპიტერის როლიც, რომელიც ამ კონფიგურაციაში შესაძლებლობის ფაქტორს ქმნის. მისი ტრანზიტი ლომში ახალმთვარეობასთან ჰარმონიულ სექსტილს ქმნის, რაც საერთო სურათს გარკვეულწილად არბილებს და გვაჩვენებს, რომ არსებული სიტუაციის გაცნობიერება მხოლოდ კრიზისისკენ არ მიდის, პირიქით, ამ პროცესში შესაძლებელია უფრო ფართო არჩევანის, ახალი პერსპექტივისა და უკეთესი პირობების დანახვა. იუპიტერი თითქოს გვახსენებს, რომ როდესაც ძველ მდგომარეობას უფრო ნათლად ვხედავთ, არჩევანიც უფრო ფართო ხდება და შეიძლება აღმოვაჩინოთ გამოსავალი, რომელსაც აქამდე ვერ ვამჩნევდით, ან მოგვცემს შესაძლებლობას, რომლის დახმარებითაც არსებული სიტუაციის შეცვლას უფრო მარტივად და კონსტრუქციულად შევძლებთ.

აქედან გამომდინარე, 10 ოქტომბერი არ არის მხოლოდ დასრულების არამედ ცვლილებების მომტანი დღეა, რადგან ახალმთვარეობა სასწორში გვთხოვს არა ნებისმიერ ფასად მშვიდობას, არამედ სამართლიან შეთანხმებას. ეს არის პერიოდი, როდესაც შეიძლება ნათლად დაინახოთ: რა უნდა გაგრძელდეს, რა უნდა შეიცვალოს და სად უნდა გაივლოს ზღვარი. სწორედ ამიტომ არის კარგი ეს დღე ურთიერთობების „შესამოწმებლად“, შეძლებს თუ არა თქვენი ურთიერთობები რეალური გამოცდის გავლას, არის თუ არა მასში თანასწორობა, პასუხისმგებლობა და ორმხრივი არჩევანი.

ერთი სიტყვით, 10 ოქტომბერი არ გეკითხებათ მხოლოდ: გინდა თუ არა ეს ურთიერთობა, ის სვამს კითხვას: შეგიძლიათ თუ არა ამ ურთიერთობაში დარჩენა ისე, რომ არ დაკარგოთ საკუთარი თავი.

ამ პერიოდში ყველაზე მეტად უნდა ვერიდოთ:

1. იმპულსურ გადაწყვეტილებებს ურთიერთობებში, არ ღირს გაბრაზების ან წყენის ფონზე დაშორება, ულტიმატუმის წაყენება ან ისეთი სიტყვის თქმა, რომლის უკან დაბრუნებაც რთული იქნება.

2. ძველი ურთიერთობის იდეალიზებას – წარსულიდან ადამიანის დაბრუნება ან ძველი გრძნობის გააქტიურება არ ნიშნავს, რომ ძველი ურთიერთობა აუცილებლად უნდა აღდგეს. პირველ რიგში აუცილებელია შეფასდეს რეალურად რა შეიცვალა.

3. ბრძოლას პარტნიორთან – „ვინ არის მართალი“ შეიძლება გადაიქცეს უფრო მნიშვნელოვან პრობლემად, როგორიცაა „ვინ აკონტროლებს ურთიერთობას.“ კომპრომისი არ უნდა ნიშნავდეს საკუთარი საზღვრების დათმობას.

4. ემოციურ ხარჯვას – ვენერას რეტროგრადულობის დროს განსაკუთრებით ფრთხილად იყავით გააკეთოთ დიდი შენაძენები: სიყვარულის, წყენის ან საკუთარი თავისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილით.

5. დაუფიქრებელ კონტრაქტებსა და ფინანსურ ვალდებულებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირობები ბოლომდე ნათელი არ არის. წაიკითხეთ წვრილი შრიფტიც და ნუ დაეყრდნობით მხოლოდ სიტყვიერ დაპირებებს.

6. ყველაფრის „ახლავე“ გადაწყვეტას – ახალი მთვარე ახალი ციკლის დასაწყისია, მაგრამ ყველა ახალი დასაწყისი იმავე დღეს არ უნდა გაფორმდეს, ზოგიერთ საკითხს სჭირდება დაკვირვება.

7. საკუთარი თავის დაკარგვას მშვიდობის შესანარჩუნებლად – სასწორის ენერგიის ჩრდილოვანი მხარეა ზედმეტი კომპრომისი. მშვიდობა, რომელიც საკუთარი სურვილების მუდმივი დათმობის ფასად მიიღწევა, არ არის ნამდვილი ბალანსი.

აქედან გამომდინარე, ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ნამდვილად მინდა, თუ იმიტომ, რომ ამ წუთის ემოციური დაძაბულობა როგორმე დასრულდეს? თუ პასუხი მეორეა, ამ შემთხვევაში პაუზის აღება საუკეთესო გადაწყვეტილებაა და სწორედ ამიტომ, 10 ოქტომბრის მთავარი რჩევაა:

ნუ დაასრულებთ იმას, რაც უბრალოდ გადაფასებას ითხოვს და ნუ შეინარჩუნებ იმას, რასაც უკვე ცვლილება სჭირდება.

♎️ სასწორებისთვის, ♊️ ტყუპებისთვის, ♒️ მერწყულებისთვის, ♌️ ლომებისთვის და ♐️ მშვილდოსანებისთვის, ეს ახალმთვარეობა უფრო მეტად ახალ შესაძლებლობებს, ადამიანებთან კავშირებს, თანამშრომლობისა და განვითარების თემებს ააქტიურებს. შეიძლება გაჩნდეს ახალი ნაცნობობა, საქმიანი შეთავაზება, საინტერესო იდეა ან შესაძლებლობა, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან შედეგამდე მიიყვანს მათ.

♈️ ვერძებისთვის, ♋️ კირჩხიბებისთვის და ♑️ თხის რქებისთვის – მთავარი სიტყვაა ბალანსის მოძიება ურთიერთობებში, ოჯახში, კარიერასა და პასუხისმგებლობებში, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ძველი ფორმით რაღაცეები უკვე აღარ მუშაობს. ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ გადაწყვეტილების წინაშე – რა უნდა შეიცვალონ, რა უნდა დარჩეს და სად არის საჭირო ახალი წესების შემოღება.

♉️ კურო, ♏️ მორიელი და ♓️ თევზები – ამ ნიშნებისთვის უფრო შინაგანი პროცესები მიმდინარეობს, შეიძლება გააქტიურდეს ნდობის, საერთო ფინანსების, ვალდებულებების, დამოკიდებულებებისა და ემოციური უსაფრთხოების საკითხები. ეს არ არის აუცილებლად დანაკარგის პერიოდი, ეს უფრო მეტად უკავშირდება ისეტ ეტაპს, როდესაც უნდა დაინახო, რა გაძლევს სტაბილურობას და რაში აღარ უნდა ხარჯო შენი ენერგია.

♍️ ქალწული – მისთვის მთავარი აქცენტი კეთდება ყოველდღიურობაზე, სამუშაოზე, ხარჯებზე, ვალდებულებებსა და ცხოვრების ორგანიზებაზე. შეიძლება საჭირო გახდეს რეჟიმის, სამუშაო პირობების ან ფინანსური ჩვევების შეცვლა. მცირე, მაგრამ სწორად გაკეთებულმა ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგი მოგიტანოთ.

♈️ ვერძი:

სიყვარული: ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ხდება პარტნიორობა და ერთმანეთის მოსმენა. შეიძლება დადგეს საუბრის, შეთანხმების ან ურთიერთობის სტატუსის გარკვევის დრო. თუ კავშირი მყარია, ურთიერთობა უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავა, ხოლო თუ პრობლემები დაგროვდა, მათი იგნორირება უკვე რთული იქნება.

ფინანსები: ყურადღება გადადის საერთო ფინანსებზე, პარტნიორის ფულზე, სესხებზე, ვალებზე, გადასახადებსა და ფინანსურ ვალდებულებებზე. კარგი დროა ფინანსური შეთანხმებების გადახედვისთვის და ხარჯების უფრო მკაფიოდ დაგეგმვისთვის. მოერიდეთ სხვისი ფინანსური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.

საქმე: მნიშვნელოვანი ხდება პარტნიორობა და თანამშრომლობა. კარგი დროა შეთანხმებების გასაფორმებლად, კლიენტებთან მოლაპარაკებისთვის და საქმიანი ურთიერთობების დასალაგებლად, თუმცა, პირობები კარგად გადაამოწმეთ და მხოლოდ დაპირებებს ნუ დაეყრდნობით.

♉️ კურო:

სიყვარული: ურთიერთობაში მთავარი თემა ნდობა და ემოციური უსაფრთხოებაა, შეიძლება წამოიჭრას საკითხები, რომლებზეც აქამდე საუბარს თავს არიდებდით, კარგი დროა გულწრფელი საუბრისთვის, მაგრამ არა ეჭვიანობისა და კონტროლის გასაძლიერებლად.

ფინანსები: ფულის საკითხებში მთავარი ხდება სტაბილურობა, შეიძლება დაგჭირდეს ხარჯების გადახედვა ან შემოსავლის უფრო საიმედო წყაროს მოძებნა, კარგი პერიოდია ბიუჯეტის დასალაგებლად და იმის გასარკვევად, სად იხარჯება ფული ზედმეტად.

საქმე: ყურადღება გადადის სამუშაო პირობებზე, ვალდებულებებსა და ფინანსურ საკითხებზე, შეიძლება შეიცვალოს სამუშაო რეჟიმი ან პასუხისმგებლობები, კარგი პერიოდია ძველი სამუშაო სისტემის მოწესრიგებისა და ისეთი პირობების არჩევისთვის, რომლებიც რეალურად გაწყობთ.

♊️ ტყუპები:

სიყვარული: სიყვარულში ახალი შესაძლებლობები ადამიანებთან ურთიერთობით მოდის, შეიძლება მეგობრობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს ან გაიცნოთ ახალი ადამიანი მეგობრების, სოციალური წრის, ინტერნეტის ან საერთო საქმიანობის საშუალებით, აქტიურ ურთიერთობაში მყოფი ტყუპებისტვის, კარგი პერიოდია ერთობლივი ახალი გეგმების დასაწყებად.

ფინანსები: ფინანსური შესაძლებლობები შეიძლება ახალი ადამიანების, თანამშრომლობის ან დამატებითი საქმიანობის საშუალებით გამოჩნდეს. კარგი დროა ახალი შემოსავლის წყაროს მოსაძებნად, საკუთარი იდეების მონეტიზაციისთვის ან საქმიანი კავშირების გასაძლიერებლად.

საქმე: კარგი პერიოდია ახალი საქმიანი კავშირების დასაწყებად, მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის, შეიძლება გამოჩნდეს ახალი პარტნიორი, თანამშრომლობის შეთავაზება ან პროექტი, რომელიც მომავალში შემოსავალსა და პროფესიულ განვითარებას მოგიტანთ, განსაკუთრებით სასარგებლოა საკუთარი იდეების წარდგენა, კონტაქტების გაფართოება და ახალი ადამიანების გაცნობა.

♋️ კირჩხიბი:

სიყვარული: კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის მნიშვნელოვანი ხდება ბალანსი, შეიძლება ურთიერთობაში გაჩნდეს კითხვა: რამდენ დროს უთმობთ ერთმანეთს და რამდენად უჭერს პარტნიორი მხარს თქვენს პროფესიულ მიზნებს, თავისუფალი კირჩხიბებისთვის შესაძლებელია შედგეს საინტერესო ნაცნობობა სამუშაოს ან პროფესიული გარემოს საშუალებით.

ფინანსები: შემოსავალი შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული კარიერულ ცვლილებებთან, ახალი თანამდებობა, პროექტი ან პასუხისმგებლობა ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება, კარგი პერიოდია საკუთარი შრომის რეალური ღირებულების დასაფასებლად და ანაზღაურების პირობების გადასახედად.

საქმე: კარიერულ საკითხებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდი დგება, შეიძლება შეიცვალოს სამუშაოს მიმართულება, თანამდებობა ან პასუხისმგებლობები, კარგი დროა პროფესიული მიზნების გადახედვისთვის და იმის გასარკვევად, ნამდვილად გინდათ თუ არა იმ გზაზე დარჩენა, რომელსაც ახლა მიჰყვებით.

♌️ ლომი:

სიყვარული: ურთიერთობაში შემოდის მეტი გულწრფელობა და პირდაპირი საუბარი, შეიძლება გაჩნდეს სურვილი, რომ უფრო საინტერესო და ცოცხალი გახადოთ თქვენი პარტნიორობა. თავისუფალი ლომებისთვის ახალი ნაცნობობა შეიძლება მოგზაურობას, სწავლას, ინტერნეტს ან ახალ სოციალურ გარემოს უკავშირდებოდეს.

ფინანსები: შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა შეიძლება შემოქმედებით საქმიანობას, საკუთარ იდეას ან ახალ პროექტს უკავშირდებოდეს, კარგი დროა ისეთი საქმის დაწყებისთვის, რომელსაც მომავალში დამატებითი შემოსავალი შეუძლია მოიტანოს, თუმცა მნიშვნელოვანია ზედმეტი ხარჯვისგან თავის შეკავება.

საქმე: ახალი შესაძლებლობები შეიძლება მოვიდეს ადამიანების, ნაცნობების, სოციალური წრისა და თანამშრომლობის საშუალებით. კარგი პერიოდია საკუთარი იდეის გასავრცელებლად, ახალი პროექტის დასაწყებად ან ადამიანებთან ერთად საქმის კეთებისთვის, ერთი სწორი კონტაქტი, შეიძლება თქვენთვის მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

♍️ ქალწული:

სიყვარული: ზედაპირული ურთიერთობები ნაკლებად დაგაკმაყოფილებთ, უფრო მნიშვნელოვანი ხდება ნდობა, სიახლოვე და ემოციური გულწრფელობა. შეიძლება გაიღვიძოს ძველმა წყენებმა ან დაუბრუნდეთ დაუმთავრებელ საკითხებს. კარგი დროა ურთიერთობის რეალური მდგომარეობის დასანახად.

ფინანსები: მთავარი თემა საერთო ფული და ფინანსური პასუხისმგებლობებია. შეიძლება საჭირო გახდეს სესხის, ვალის, პარტნიორთან საერთო ხარჯების ან სხვა ფინანსური ვალდებულებების გადახედვა. ფინანსურ საკითხებში ყველაფერი წინასწარ და მკაფიოდ შეათანხმეთ.

საქმე: ყურადღება გადადის ფინანსურ და სამუშაო პირობებზე. შეიძლება დაგჭირდეთ ხელშეკრულების, ანაზღაურების, მოვალეობების ან თანამშრომლობის პირობების გადახედვა. კარგი დროა იმისთვის, რომ შრომასა და ანაზღაურებას შორის უფრო სამართლიანი ბალანსი შექმნათ.

♎️ სასწორი:

სიყვარული: ეს ახალმთვარეობა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეიძლება გაჩნდეს სურვილი, ურთიერთობაში დაიწყოთ ახალი ეტაპი, გაამყაროთ არსებული კავშირი, შეცვალოთ ურთიერთობის ფორმა ან საბოლოოდ გაარკვიოთ, რას ელოდებით პარტნიორობისგან. თავისუფალი სასწორებისთვის ახალი ნაცნობობა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ფინანსები: შეიძლება გაჩნდეს ახალი შემოსავლის წყაროს შექმნის სურვილი ან შესაძლებლობა, კარგი პერიოდია საკუთარი შრომის, ცოდნისა და უნარების უფრო სწორად დაფასებისთვის, თუ ფიქრობ სამსახურის ან საქმიანობის შეცვლაზე, ჯერ შეაფასეთ, რამდენად მომგებიანი იქნება ეს ცვლილება რეალურად.

საქმე: ეს ახალმთვარეობა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერდება ახალი პროფესიული ეტაპის დაწყების სურვილი, შეიძლება გადაწყვიტოთ მიმართულების შეცვლა, საკუთარი საქმის დაწყება ან არსებული საქმიანობის ახალი ფორმით გაგრძელება, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღო მხოლოდ ემოციის საფუძველზე, აუცილებელია კარგად გადაამოწმოთ პირობები.

♏️ მორიელი:

სიყვარული: შესაძლებელია წარსული კვლავ გააქტიურდეს და შეგახსენოთ თავი ძველმა ადამიანმა, მოგონებამ ან დაუმთავრებელმა ემოციურმა ისტორიამ, თუმცა ეს ყოველთვის უკან დაბრუნებას არ ნიშნავს, ზოგჯერ საჭიროა წარსულის საბოლოოდ გააზრება და დასრულება. ახალი ურთიერთობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია, ძველი ემოციური კავშირები ნამდვილად იყოს დასრულებული.

ფინანსები: წარსულთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები შეიძლება კვლავ გააქტიურდეს. შესაძლოა დაბრუნდეს ძველი ვალი, გადაუწყვეტელი ფინანსური შეთანხმება ან წარსული პროექტიდან მიღებული შესაძლებლობა, ახალი ფინანსური ვალდებულების აღებამდე მოაწესრიგეთ ძველი საკითხები.

საქმე: შეიძლება კვლავ გააქტიურდეს ძველი სამუშაო საკითხები და დაუმთავრებელი პროექტები, შესაძლოა დაბრუნდეს ძველი შეთავაზება, კლიენტი ან თანამშრომლობის იდეა, კარგი პერიოდია ძველის გადახედვისა და დასრულებისთვის, ვიდრე სრულიად ახალ საქმეში სწრაფად გადახტომისთვის.

♐️ მშვილდოსანი:

სიყვარული: თავისუფალ მშვილდოსნებს სიყვარულის პოვნის შანსი აქვთ მეგობრების, საერთო წრის, ახალი ნაცნობობის, ღონისძიებების, ჯგუფური საქმიანობის ან ონლაინ სივრცის საშუალებით, წყვილებისთვის კი კარგი პერიოდია საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმის შესაქმნელად,

ფინანსები: შემოსავლის ზრდა შეიძლება ადამიანებთან თანამშრომლობამ, ახალმა კონტაქტებმა ან გუნდურმა პროექტმა მოიტანოს, კარგი პერიოდია საკუთარი პროფესიული ქსელის გასაფართოვებლად, ასევე მეგობრისგან ან ნაცნობისგან შესაძლებელია მიიღოთ საინტერესო საქმიანი წინადადებაც.

საქმე: პროფესიული შესაძლებლობები მოდის: მეგობრებისგან, ნაცნობებისგან, ყოფილი კოლეგებისგან ან შესაძლებელია პროფესიული წრე ახალი პროექტის ან თანამშრომლობის წყარო გახდეს, კარგი დროა საკუთარი კონტაქტების გამოყენებისა და ახალი საქმიანი კავშირების შესაქმნელად.

♑️ თხის რქა:

სიყვარული: ურთიერთობაში, შეიძლება სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დადგეთ. კარიერა, პასუხისმგებლობები და პირადი ცხოვრება ერთმანეთთან დასაბალანსებელი ხდება, შესაძლოა გაჩნდეს სურვილი, რომ მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი პირადი, თუმცა არ ღირს მხოლოდ მოვალეობის გამო იქ დარჩენა, სადაც ემოციური კავშირი აღარ არსებობს.

ფინანსები: ფინანსური მდგომარეობა მჭიდროდ უკავშირდება კარიერას, ახალი თანამდებობა, პასუხისმგებლობა ან პროფესიული მიმართულება შეიძლება შემოსავლის ზრდის შესაძლებლობად იქცეს, ამავდროულად, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მეტი პასუხისმგებლობა შესაბამის ფინანსურ სარგებელსაც გულისხმობდეს.

საქმე: ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი თემაა კარიერა, შეიძლება გაჩნდეს ახალი პასუხისმგებლობა, თანამდებობა, პროექტი ან მიმართულება, რომელიც პროფესიულად წინ წაგწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის დაიცვათ ბალანსი, რომ კარიერული წინსვლა არ მოხდეს პირადის ხარჯზე.

♒️ მერწყული:

სიყვარული: ახალი ურთიერთობისთვის ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია, გაცნობა შეიძლება უცხოეთთან, მოგზაურობასთან, სწავლასთან, ონლაინ სივრცესთან ან განსხვავებული კულტურის ადამიანთან იყოს დაკავშირებული, ხოლო იმ მერწყულებისთვის, ვინც უკვე არიან ურთიერთობაში, მნიშვნელოვანი ხდება ერთად ახალი გამოცდილების მიღება და ურთიერთობის ჩარჩოების გაფართოება.

ფინანსები: ახალი შემოსავლის წყარო შეიძლება უცხოეთთან, ონლაინ საქმიანობასთან, განათლებასთან, კონსულტაციასთან ან ინფორმაციის გავრცელებასთან იყოს დაკავშირებული. კარგი დროა ისეთი უნარების გამოსაყენებლად, რომელიც აქამდე თქვენი შემოსავლის წყარო არ ყოფილა.

საქმე: ახალი შესაძლებლობები შეიძლება დაკავშირებული იყოს უცხოეთთან, განათლებასთან, ონლაინ საქმიანობასთან, მედიასთან ან ცოდნის გამოყენებასთან, კარგი დროა ახალი პროფესიული მიმართულების შესასწავლად და ისეთი საქმის დასაწყებად, რომელიც მომავალში უფრო ფართო შესაძლებლობებს გაგიხსნით.

♓️ თევზები:

სიყვარული: ურთიერთობაში მთავარი ხდება ნდობა, ინტიმური სიახლოვე და საერთო პასუხისმგებლობები. შეიძლება წამოიჭრას ფინანსებთან დაკავშირებული საკითხიც, კარგი დროა გულწრფელი საუბრისთვის იმაზე, რას ელით ერთმანეთისგან და რამდენად თანაბრად არის გადანაწილებული ემოციური და პრაქტიკული პასუხისმგებლობა თქვენს შორის.

ფინანსები: მთავარი საკითხია საერთო ფინანსების მოწესრიგება, ყურადღება მიაქციე ვალებს, კრედიტებს, გადასახადებს, პარტნიორულ ფულსა და ფინანსურ ვალდებულებებს, კარგი პერიოდია ფინანსური სტრატეგიის შესაცვლელად და ისეთი ხარჯების შესამცირებლად, რომელიც არ გაძლევთ რეალურ სარგებელს.

საქმე: ყურადღება გადადის საერთო ფინანსებზე, ვალდებულებებსა და ფინანსურ პარტნიორობაზე, შეიძლება დაგჭირდეთ სესხის, ვალის, ინვესტიციის ან პარტნიორული ფინანსების გადახედვა. საქმეში მთავარი ამოცანაა მკაფიო პირობები და ფინანსური პასუხისმგებლობის სწორად განაწილება“, – წერს ხომერიკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები