LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც კეტრინ ზეტა-ჯონსმა მაიკლ დუგლასს მონოგამიური ურთიერთობა მოსთხოვა, მას ხუთ ქალთან პარალელური ურთიერთობის დასრულება მოუწია – როგორ მოარჯულა კეტრინმა მექალთანე მაიკლი

332
page

მედიაში მაიკლ დუგლასის ახალი მემუარებიდან, One Helluva Ride არაერთი საინტერესო ფრაგმენტი ვრცელდება. მსახიობის სკანდალური აღიარებების კასკადი გრძელდება.

„მზად ვიყავი, მის გამო ოფიციალურად დავშორებოდი ჩემს მეუღლეს“ – მაიკლ დუგლასის მორიგი აღიარება და აქამდე უცნობი დეტალები შერონ სტოუნთან ინტიმური სცენების გადაღებების შესახებ

მაიკლ დუგლასს რამდენიმე მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარის განხორციელება მოუწია მას შემდეგ, რაც კეტრინ ზეტა-ჯონსმა მკაფიოდ განუცხადა, რომ მისი სხვა ქალებთან გაზიარებას არ აპირებდა.

მსახიობი თავის ახალ მემუარებში კეტრინ ზეტა-ჯონსთან ურთიერთობის დასაწყისს იხსენებს. მაიკლ დუგლასმა გაამხილა, რომ კეტრინ ზეტა-ჯონსი ურთიერთობის დასაწყისში მასთან დაახლოებას დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში არ ჩქარობდა.

დუგლასის თქმით, კეტრინ ზეტა-ჯონსით 1998 წელს, ფილმის „ზოროს ნიღაბი“ ნახვის შემდეგ მოიხიბლა. გარკვეული დროის შემდეგ ისინი კინოფესტივალზე შეხვდნენ ერთმანეთს. მთელი ღამის განმავლობაში საუბრის შემდეგ მსახიობი იმდენად მოიხიბლა კეტრინით, რომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს პირველ მეუღლესთან, დიანდრა ლუკერთან განქორწინების პროცესში იმყოფებოდა, პირდაპირ უთხრა: „მე გავხდები შენი შვილების მამა“.

თუმცა კეტრინი, რომელმაც კარგად იცოდა დუგლასის, როგორც მექალთანის რეპუტაციის შესახებ, მასთან დაახლოებას არ ჩქარობდა. ის თანხმდებოდა მეგობრულ შეხვედრებზე, მაგრამ უარს ამბობდა მსახიობის შეთავაზებაზე, სახლში მიეყვანა და ცდილობდა, მასთან დიდი ხნით მარტო არ დარჩენილიყო.

„მოუთმენლად ველოდი ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ მენახა. ეს არც ისე ხშირად ხდებოდა, თუმცა თითოეული მომენტით ვტკბებოდი. ის, რაც უბრალო ნაცნობობით დაიწყო, თანდათან ჩემი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივ სასიყვარულო თავგადასავლად იქცა! ყოველთვის მიყვარდა ურთიერთობის ფიზიკურ სიახლოვეზე სწრაფად გადასვლა, მაგრამ კეტრინთან მზად ვიყავი, იმდენ ხანს დამეცადა, რამდენიც ორივესთვის იქნებოდა საჭირო“, – იხსენებს მაიკლი.

მისი თქმით, ზეტა-ჯონსი ინტიმური ურთიერთობის გადადებას იმით ხსნიდა, რომ არ სურდა, დუგლასის ყოფილი პარტნიორების სიაში „უბრალოდ კიდევ ერთი ყოფილი შეყვარებული“ გამხდარიყო.

ამასთან, მსახიობმა აღიარა, რომ იმ პერიოდში კიდევ ხუთ ქალს ხვდებოდა, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ.

შესაბამისად, როდესაც თითქმის ერთწლიანი ურთიერთობისა და დაახლოების შემდეგ კეტრინთან პირველად გაატარა ღამე და მსახიობი სრულფასოვან ურთიერთობას დათანხმდა, დუგლასს ხუთი სატელეფონო ზარის განხორციელება მოუწია.

„იმ დღეს თითოეულ მათგანს დავურეკე და ვუთხარი, რომ ვიღაც გავიცანი და მათთან შეხვედრას ვეღარ გავაგრძელებდი. ყველამ ეს მშვიდად მიიღო“, – გაიხსენა მსახიობმა.

ასე დასრულდა ერთ დღეში დუგლასის ხუთი ურთიერთობა. მსახიობმა მთელი ყურადღება კეტრინ ზეტა-ჯონსზე გადაიტანა.

„ხელი მოაშორე ჩემს შვილს, ეს ოქროს გლობუსი კი…“ – მთვრალმა მაიკლ დუგლასმა ჯულია რობერტსს შეურაცხყოფა მიაყენა – რას იხსენებს 82 წლის მაიკლ დუგლასი თავის მემუარებში

შეგახსენებთ, რომ მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი ერთად უკვე 28 წელია არიან, მათგან 26 წელი კი ქორწინებაში გაატარეს. 2000 წელს, ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე, წყვილს პირველი შვილი, ვაჟი დილანი შეეძინა, სამი წლის შემდეგ კი ქალიშვილი, კერისი დაიბადა. მაიკლ დუგლასს უფროსი ვაჟი, კამერონი დიანდრა ლუკერთან ქორწინებიდან შეეძინა.

82 წლის მაიკლ დუგლასმა ოთხი ათწლეულის შემდეგ აღიარა, რომ კეტლინ ტერნერთან ფარული რომანი ჰქონდა – რას ჰყვება მსახიობი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები