გურამ დადიანიძის დედა აქციას აანონსებს.
ემოციურ ვიდეო-მიმართვას სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ახლა უკვე ფიზიკურად გთხოვთ ყველას გვერდში დგომას, რადგან სამართლის პოვნა სხვაგვარად ვეღარ შევძელი!
ვაანონსებ აქციას!
25 ოქტომბერი, 17:00 საათი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობასთან, ორთაჭალაში, გულუას N10.
ვინაიდან საქმის გადმოტანა ვთხოვეთ თბილისში, პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
ვაანონსებ აქციას 25 ოქტომბერს, საღამოს 5 საათზე, გულუას 10, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ყველა დედას, ყველა ნაცნობს და უცნობს, გთხოვთ დამიდგეთ გვერდზე ვიპოვო ჩემი ერთადერთი შვილი და სამართალი,“ – აღნიშნავს სოფო ბიბილაშვილი.
