LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი შვილი სისხლისგან დაიცალა, პირდაპირ გულში ჩაარტყა დანა” – რა ჩანს და რა ისმის სათვალთვალო კამერის ჩანაწერში, რომელიც 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეში დევს – ჰყვება მოკლულის დედა?

830
BeFunky-collage-4

ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, 10 სექ­ტემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია – სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი.

რო­გორც მოკ­ლუ­ლის დედა ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი ამ­ბობს, მის შვილს მკვლელ­მა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა გულ­ზე მი­ა­ყე­ნა.

“დათო სახ­ლი­დან 4 სექ­ტემ­ბერს რომ გა­ვი­და, ვუ­თხა­რი, შვი­ლო, მალე მოდი, თავი არ მო­მა­ნატ­რო-თქო. რა­ტომ მი­თხრა არ ვიცი – თუ მო­გე­ნატ­რე­ბი, სუ­რა­თებს უყუ­რეო…. სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა, პირ­და­პირ ჩა­არ­ტყა გულ­ში. 14 სმ-ია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. გული და ფილ­ტვია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ყელ­ზეც ჰქონ­და პა­ტა­რა ნა­კაწ­რი, თუმ­ცა არა სა­სიკ­ვდი­ლო. ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზეც იყო, მე­ზო­ბე­ლია, და­თოს მე­გო­ბა­რია. 18 წლის გახ­და ის ბავ­შვი და მთე­ლი სა­მე­ზობ­ლო და სა­მე­გობ­რო ჰყავ­და და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. მისი ძმაც იქ იყო.

ლუკა იყო ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, წვე­თი არ ჰქონ­და და­ლე­უ­ლი და ამი­ტომ და­ა­რი­გა ბავ­შვე­ბი. ორი რე­ი­სი გა­უ­კე­თე­ბია ბავ­შვს. ძმის­თვის უთ­ქვამს შენც წა­მო­დიო – იყო­სო. ბო­ლოს, 4 ბავ­შვი დარ­ჩნენ სუფ­რის წევ­რე­ბი­დან. სა­ნამ ჩემი შვი­ლი მიბ­რუნ­და, მკვლე­ლი მის ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­დის…” – გა­ნა­ცხა­და ეკა მხატ­ვრიშ­ვილ­მა “ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის” ეთერ­ში.

საქ­მის პრო­კუ­რო­რი ამბობს, რომ პირ­ვე­ლი მცი­რე სი­ტყვი­ე­რი შე­კა­მა­თე­ბა და­თოს მე­გობ­რებ­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის “სამ­წვა­დის” წინ მოხ­და. მოკ­ლუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წერ­ში მკა­ფი­ოდ ის­მის თუ რა დი­ა­ლო­გი შედ­გა მკვლელ­სა და მის შვილს შო­რის.

“მკვლე­ლი მი­დის სუფ­რას­თან, წა­რუდ­გი­ნა თავი და და­ი­წყო არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სა­უ­ბა­რი. ეს ისე­თი თავ­ხე­დი ვი­ღაც ჩანს, პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან შე­ა­ტყობ. მა­ნე­რა­ში, ტონ­ში, თა­ვი­სი ეგო­ნა მთე­ლი თბი­ლი­სი: “ვინ ხართ, რომ ჩემს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბით”- ასე­თი ში­ნა­არ­სია, ასე­თი დი­ა­ლო­გია. მერე ეტყო­ბა ჩემი შვი­ლი ჯდე­ბა, რად­გან კა­მე­რა­ში ის­მის მკვლე­ლის ხმა: “რა­ტომ ზი­ხარ?!” ჩემს შვილს ფეხი სტკი­ო­და. მკა­ფი­ოდ ის­მის კა­მე­რა­ში: “ფეხი გა­მეკ­ვან­ძა”. მკვლე­ლი კი დამ­ცი­ნა­ვი ტო­ნით ეუბ­ნე­ბა: “აბა, რო­გორ გა­გე­ნას­კვა, აბა, წა­მო­დე­ქი.

ჩემი შვი­ლი გაჰ­ყავს გა­რეთ და ურტყამს და­ნას. და­თოს ხმა­ზე გა­დი­ან ესე­ნი სხვე­ბიც, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მოჰ­ყავთ, და­ნარ­ჩე­ნებს კი ჩემი შვი­ლი მოჰ­ყავთ. მკვლე­ლი უკან მო­ი­ხე­დავს, გა­მო­ი­წევს, გა­მო­ი­ქა­ჩე­ბა და­ნით ხელ­ში. ამ­ჩნევს, რომ შემ­თხვე­ვით ად­გილ­ზე ჩნდე­ბა პატ­რუ­ლი, კი­დევ კარ­გი რომ მო­ვი­და, თო­რემ ჩემს შვილს კი­დევ ჩა­არ­ტყამ­და და­ნას და არც და­თოს სამ მე­გო­ბარს და­ინ­დობ­და”- ამ­ბობს მხატ­ვრიშ­ვი­ლი.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დათო სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო, რო­დე­საც ად­გილ­ზე პო­ლი­ცია გა­მოჩ­ნდა.

კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დე­დის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. შე­მოვ­ლა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბი შე­ამ­ჩნია. რო­გორც ჩანს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შე­ნიშ­ნა ბრალ­დე­ბულ­მაც – კად­რებ­ში ჩანს, რომ ის პო­ლი­ცი­ის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე და­ნას ას­ფალტზე დებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს კი ეუბ­ნე­ბა, რომ და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას ას­წრებს.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ახლა 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.”ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლის მოს­წავ­ლე სხვა და­ნა­შა­უ­ლის გამო, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა მას გი­რაო გა­დახ­დი­ლი არ ჰქონ­და.

“ამ­ბო­ბენ, რომ ბრალ­დე­ბულს ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი. სის­ტე­მის ბრა­ლია” – ამ­ბობს ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები