ინფლუენსერმა ლიკა გაგნიძემ ახლახან სიმსივნე მეორედ დაამარცხა და როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ გზას იხსენებს, რომელიც უკვე მეორედ გაიარა:
„ვერავის ხელს ვერ დავადებ და ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში მკურნალობა დამაკლდეს, ჩემი მკურნალი ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ სიმსივნის კვალი გაეპარათ. ის, რომ ეს წინა სიმსივნის კვალი იყო, უკვე თურქეთში გავიგე. იქ რომ წავედით, უკვე ყველაფრისთვის მზად ვიყავი. პირველივე დღეს მითხრეს, რომ ქიმიოთერაპია ისევ დამჭირდებოდა. თავიდანვე ამიხსნეს, რომ მიუხედავად დიაგნოზისა, მძიმე მდგომარეობა არ მქონდა. ეს, რა თქმა უნდა, ამშვიდებს ადამიანს, მაგრამ იმავე რთული გზის ხელმეორედ გავლა მაინც ძალიან მძიმედ გადასალახი აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ პროცესი მაშინებდა. საბოლოოდ, ამ დრომ იმაზე სწრაფად გაიარა, ვიდრე ველოდი. საბედნიეროდ, კვლევები აჩვენებს, რომ არსად არაფერია. ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს, მოლოდინი სულ იარსებებს, თუმცა ისეთი შიში – აღარ, როგორიც მანამდე იყო…“
