LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

3346
BeFunky-collage - 2026-10-14T014906.736

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილი გარდაიცვალა.

როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებმა უთხრეს, ახალგაზრდა ქალი სახლში იმყოფებოდა. დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს ის მოულოდნელად გარდაიცვალა.

თანასოფლელები ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმას განიხილავენ, თუმცა ცხედარს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სალომე ნანუაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, 3 წლის გოგო და 3 თვის ბიჭი დარჩა.

„ღმერთო, შენ გებარებოდეს ჩვენი სოფლის ყველაზე ულამაზესი პატარძალი!…Შენ ხომ ახლა უნდა გაგეხარა Შენს ქმარᲨვილᲨი სალო…ეს რა დღე გაგითენდა…ეხ, რა დიდი ტკივილი ხარ”- წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები