LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გვავიწყდება ყველაფერი და გვიჭირს კონცენტრაცია? – ნევროლოგ სოსო ბურდულაძის რეკომენდაციები პოდკასტში „სტუმრად ექიმთან“

12166
სოსო-ბურდულაძე

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ნევროლოგი სოსო ბურდულაძე სტუმრობდა, რომელმაც მეხსიერების გაუარესებაზე, ყურადღების გაფანტვაზე, კონცენტრაციის გაძნელებაზე, დემენციაზე ისაუბრა და არაერთი საინტერესო რეკომენდაცია გაგვიზიარა.

Dematsyt Choline არის საკვები დანამატი, შექმნილი თქვენი მეხსიერების და ყურადღების ოპტიმიზაციისთვის

ბატონო სოსო, მეხსიერების გაუარესება, ყურადღების გაფანტვა და კონცენტრაციის გაძნელება დღეს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა საერთაშორისო კვლევების მიხედვით. მსუბუქი კოგნიტური დარღვევები ხანდაზმული ადამიანების დაახლოებით 20-25%-ში გვხვდება, თუმცა მეხსიერებასა და ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები, სამწუხაროდ, არ არის მხოლოდ ამ კატეგორიის ადამიანების მთავარი პრობლემა და ეს ბევრი მიზეზით არის განპირობებული… რატომ გვავიწყდება ყველაფერი ან ნაწილობრივ ყველაფერი, რაც თითქოსდა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობას წარმოადგენს, რატომ გვიჭირს ასე კონცენტრაცია ერთ კონკრეტულ მოვლენაზე თუ ფაქტზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურებრივი საქმის შესრულებისას თუ სხვა სიტუაციაში და ეს ჩივილები ჩვენი ყოფის ნაწილია მხოლოდ აქ, თუ ასეა მთელ მსოფლიოში?

ნამდვილად საინტერესო თემატიკაა… რატომ გვავიწყდება, რა დგას ამის უკან, ეს ყოველთვის ასე იყო თუ არა კაცობრიობის დასაწყისიდან და რამდენად არის ეს კავშირში დღევანდელ რეალობასთან და საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა…

ზოგადად, მეხსიერების პრობლემა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების პრობლემა, რა თქმა უნდა, აქტუალური იყო ყოველთვის და მით უმეტეს მას მერე, რაც ცივილიზაცია, კაცობრიობა უფრო განვითარდა და ტექნოლოგიურად დაიტვირთა.

ყოველდღიური სტრესი, დაძაბული ცხოვრების რიტმი, ძილ-ღვიძილის არათანაბარი ეპიზოდები, არასწორად განაწილებული რიტმი, პირადი პრობლემები, საზოგადოებრივი პრობლემები, ეკონომიკურ-პოლიტიკური მღელვარებები და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებაზე, რამაც საბოლოოდ შეიძლება სერიოზულ მეხსიერების პრობლემებამდე მიგვიყვანოს. თუ ამას ემატება ასაკობრივი ცვლილებები, სხვადასხვა მწვავე თუ ქრონიკული დაავადებები, რა თქმა უნდა, ყოველთვის მაღალია ყურადღების კონცენტრაციის და მეხსიერების დაქვეითების რისკი, რამაც საბოლოოდ, შეიძლება სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, არა მხოლოდ მეხსიერების დაქვეითების, არამედ უმაღლესი ქერქული ფუნქციების გაუარესებამდეც კი შეიძლება მიიყვანოს ადამიანი.

ყველაზე ცუდი ვარიანტი, რა თქმა უნდა, დემენცია გახლავთ. ეს არის უმაღლესი ქერქული ფუნქციების დაქვეითება, რასაც მოჰყვება მეხსიერებითი, ვიზუალური, სმენითი, ინტელექტუალური პრობლემები და საბოლოოდ, ცხადია, ეს მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანისათვის.

რაც შეეხება სტატისტიკას, სტატისტიკა, ბოლო მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში თითქმის თანაბარია. თქვენ რა პროცენტიც ახსენეთ, 20-25%, პრინციპში, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთანაც ანალოგიურია მეხსიერების დაქვეითებასთან მიმართებაში. თუმცა, რაც შეეხება მხოლოდ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას, გაფანტულობას, ამისი სტატისტიკური დიდი მონაცემები ზოგადად არ არსებობს და ჩვენთან, მით უმეტეს, ძალიან ნაკლებია.

თქვენ საუბრობდით სტრესზე და ალბათ, ძალიან პირობითია ეს სიტყვა, რადგან ჩვენ პრაქტიკულად სტრესით ვიწყებთ და ვასრულებთ დღეს. კიდევ ცალკე პრობლემაა გადაღლა, ძილის ნაკლებობა, სხვადასხვა მიზეზის გამო ეკრანებთან გატარებული ძალიან დიდი დრო, მაღალი გონებრივი დატვირთვა, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც დილიდან საღამომდე ოფისში მუშაობენ… სად გავექცეთ ამას და როგორ ვუშველოთ ამ ყველაფერს?

რა თქმა უნდა, ამას ვერ გავექცევით…

ყველა ხვდება იმას, რომ ეს ყველაფერი წლიდან წლამდე უფრო იმატებს,  წლიდან წლამდე უფრო იზრდება და ჩვენ ამასთან ერთად ვცხოვრობთ. უფრო მეტიც, დაახლოებით, ერთ ათ წელიწადში ეს შეიძლება გაათმაგებული და გაოცმაგებულიც იყოს.

ზოგადად, ადამიანს აქვს ის თვისება, რომ ის უნდა მოერგოს სიტუაციას. ეს ყველაფერი მან უნდა გამოიყენოს თავისდა სასიკეთოდ.

დღეს, ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ რა უბედურებაა, ახალგაზრდებს მთელი დღე ტელეფონი რომ უჭირავთ ხელში.

ჩვენც გვიჭირავს მთელი დღე ტელეფონი ხელში, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის, ელემენტარულად, ამის გარეშე დღეს უკვე ვერ იცხოვრებ, ხომ ?!

წარმოვიდგინოთ, რომ ავიღეთ წიგნი, სადაც არის მინიმალური ტექსტობრივი დატვირთვა და ძალიან ბევრი ფოტო, ნახატი. ჩვენ ვიწყებთ ამ წიგნის გადაფურცვლას და ამ დროს ჩვენი ყურადღება კონცენტრირდება რაღაცა ლამაზზე, რაღაცა წითელზე, ყვითელზე და ა.შ.  თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არის დროებითი. 100-გვერდიანი წიგნი რომ გადავფურცლოთ, დაახლოებით ნახევარ საათში და შემდგომ, ვიღაცამ გვკითხოს, რა დაგვამახსოვრდა, ჩვენ შეიძლება, ორი გამოსახულება ვთქვათ აქედან, მეტს, ალბათ, ვერ ვიტყვით.

ანალოგიური არის დღევანდელი მდგომარეობა, აი სქროლვას რაც შეეხება… თუ შენ სქროლავ ყოველ საღამოს, ვიღაცამ რომ გკითხოს, რა დაგამახსოვრდა, შეიძლება, ერთი ან ორი მინიმალური ფაქტი უთხრა, რომელიც არაფრის მთქმელია. ეს აზიანებს ტვინს! რატომ ?! ნახეთ, ევოლუციურად ადამიანის თავის ტვინი ისე განვითარდა, რომ მას ყოველთვის სწყურია ინფორმაცია, მან ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს, უნდა გადაამუშაოს, დატოვოს თავის უჯრედებში და საჭიროების დროს ეს ინფორმაცია ადამიანმა უნდა გამოიყენოს. ეს კი ამ დროს არ ხდება!

ამიტომ, ყოველთვის უნდა ვიყოთ მომართული იქითკენ, რომ თავი ავარიდოთ ამ ტიპის „გართობას“. ეს გართობაც არ არის, გართობა არის სპორტი, თუნდაც თამაში მეგობრებთან ერთად… ეს არის აბსოლუტური დროის უქმად კარგვა.

და ტვინში ამ დროს რა ხდება?! ტვინი იწყებს შიმშილს, რადგან მას სწყუროდა ინფორმაცია და შენ ის ინფორმაცია ვერ მიაწოდე. ის გადაიღლება, იფიტება და ძალიან, ძალიან ბევრი, ათასობით, ასი ათასობით უჯრედი კვდება თავის ტვინში. ანუ, ჩვენ ამ დროს ვაშიმშილებთ თავის ტვინს.

შემდგომში, თავის ტვინის შიმშილს ყოველთვის მოსდევს უმაღლესი ქერქული ფუნქციების დაქვეითება და პირველ რიგში, კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება. აი ეს აუცილებლად უნდა ავირიდოთ თავიდან.

როგორ უნდა გავავლოთ ზღვარი დაძაბული ცხოვრების წესით, სტრესით გამოწვეულ გულმავიწყობას და უკვე სერიოზულ პრობლემას შორის, რომელიც აღარ ჰგავს მხოლოდ და მხოლოდ ყოველდღიურ გულმავიწყობას? როდის უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რამე ხომ არ გვჭირს და ხომ არ გვჭირდება ექიმის დახმარება?

ერთი შეხედვით, ეს მარტივი არ არის, თუმცა არც რთული არ არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს სპეციფიკური არაინსტრუმენტული გამოკვლევები, ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება და ნეიროფსიქოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე, შესაძლებელია დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს უბრალოდ გონებაგაფანტულობასთან და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებასთან თუ საქმე გვაქვს უკვე რაღაცა მეხსიერების საწყის ან უკვე შორს წასულ პრობლემებთან.

სანამ ნეიროფსიქოლოგთან ან ექიმთან მივიდოდეთ, ყურადღება მისაქცევია ელემენტარული, სტერეოტიპული რაღაცის დავიწყება. მაგალითად, თუ ადამიანი დღეში ორჯერ ან სამჯერ სვამს ორ ან სამ წამალს და ვატყობთ, რომ მას ეს უკვე სისტემატურად ავიწყდება, მაგალითად, კვირაში ორჯერ-სამჯერ, ეს უკვე ყურადღება მისაქცევია. 

თუკი თქვენ სახლიდან გასვლისას სისტემატურად გავიწყდებათ, რომ რომ კარი გადაკეტოთ, ესეც, რა თქმა უნდა, უკვე განგაშის ნიშანია. ანუ, თუკი თქვენი აი ეს ელემენტარული ქმედებანი თქვენთვის და უფრო მეტად თქვენი გარემოცვისთვის, ოჯახის წევრისთვის, ცოლისთვის, ქმრისთვის თუ ა.შ. უკვე თვალსაჩინოა, ეს, რა თქმა უნდა, უკვე ეგრეთ წოდებული წითელი ალამი, ანუ განგაშის ნიშანია და აუცილებლად შესაბამისად შემდგომში უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რომ დაისვას დიაგნოზი, რასთან გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს უბრალოდ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებასთან, გვაქვს სუბიექტურ, ასე ვთქვათ, დაქვეითებასთან, როდესაც ეს ჯერ კიდევ არ არის დემენცია და რასაც სერიოზული მიხედვა სჭირდება, თუ უკვე  არის რაღაცა დემენციის წინარე მდგომარეობა ან მცირე კოგნიტური დარღვევა, ანუ როდესაც სასიცოცხლო ფუნქციები ადამიანისა არის შენახული, ადამიანი დადის სამსახურში, მანქანას მართავს, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ აი ის სიმპტომები, რაც მე ჩამოვთვალე, უკვე არის წარმოდგენილი. აი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ექიმთან ვიზიტი. 

ქოლინი – რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტვინისთვის, რა ფუნქციაში მონაწილეობს და საიდან შეიძლება, რომ ის მივიღოთ?

ქოლინი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ორგანიზმისთვის და კერძოდ თავის ტვინისთვის.

ზოგადად, ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ქოლინს, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს არის  მიკროელემენტების, მინერალების დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში, ვგულისხმობ, მიკროელემენტების, მინერალების და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების დეფიციტს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური ჯანმრთელობისათვის. ეს დეფიციტი, რა თქმა უნდა, ათასეული წლების წინ არ იყო, მაგრამ შემდგომში ევოლუციურად განვითარდა ისე, რომ, ასწლეულიდან ასწლეულამდე, საუკუნიდან საუკუნემდე უკვე არის ძალიან დიდი დეფიციტი აუცილებელი მიკროელემენტებისა და სხვადასხვა ნივთიერებებისა, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

რაც შეეხება ქოლინს, ისიც საკმარისი რაოდენობით უკვე აღარ წარმოიქმნება ორგანიზმში. ის მზა სახით მოიპოვება სხვადასხვა საკვებში, როგორიც არის, მაგალითად: თევზი, ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, ზოგიერთ პარკოსანში, მაგრამ ნახეთ, რა ხდება, ამ სახით ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ იმდენ რაოდენობას… ადამიანი ყოველ დღე ვერ შეჭამს 30 კვერცხს ან 10 თევზს ან 5 კილო ხორცს, ეს გამორიცხულია.  

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და რას აკეთებს ორგანიზმში?! ის გახლავთ აცეტილქოლინის წინამორბედი. რა არის აცეტილქოლინი?! მოდით, ასე ვთქვათ, ეს არის ტვინის საზრდო, იმიტომ რომ მას აქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია დაკისრებული, ნერვული იმპულსის გადაცემა (ანუ ინფორმაციის გადაცემა) უჯრედში და თვითონ უჯრედის მემბრანის სიმტკიცე. აი, ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ორი მაღალი ძაბვის ელექტრობოძი, რომელზეც გაჭიმულია სადენები… რა არის საჭირო, რომ გადავიდეს დენი? პირველი ის, რომ ბოძი უნდა იყოს მყარი, რომ ის ქარმა არ წააქციოს ან წვიმამ არ დააზიანოს და მეორე ის, რომ თვითონ სადენი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი ხარისხის, რომ მოხდეს ელექტროენერგიის სწორი გადაცემა. ამას აკეთებს ქოლინი! ანუ, ის აძლევს სიმტკიცეს უჯრედს, რომ უჯრედი იყოს მტკიცედ და უჯრედის მემბრანა იყოს მტკიცედ. ის სწრაფად გადასცემს ინფორმაციას უჯრედებში, ამიტომ ეს არის უნივერსალური ნივთიერება, რომელიც აუცილებლად გვჭირდება.

სწორედ ასეთი სწრაფი გადაცემა და ეფექტური გადაცემა ნეირონებში, ანუ თავის ტვინის ნერვულ უჯრედებში განაპირობებს სწორედ ჩვენი უმაღლესი ქერქული ფუნქციების ჯანმრთელობას, როგორიც არის აზროვნება, როგორიც არის სისხარტე აზროვნებისა, როგორიც არის მეხსიერება, დასწავლა, დამახსოვრება და საჭირო დროს საჭირო ინფორმაციის ამოტანა, როგორც ვამბობთ ხოლმე, პასიური ცოდნიდან საჭირო ინფორმაციის ამოტანა. ასეთ უნივერსალურ ნივთიერებას წარმოადგენს ქოლინი.

რა როლი აქვს გინგკო ბილობას კოგნიტური ფუნქციების მხარდაჭერაში, რა ვიცით მისი მოქმედების შესახებ და რა შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ მისი გამოყენება?

გინგკო ბილობა ძალიან ძველი, ათასწლოვანი ხე-მცენარეა. ჯერ კიდევ უძველეს აღმოსავლურ ცივილიზაციებში, ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში იყო პოპულარული და მენტალური, გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის გამოიყენებოდა.

გინგკო ბილობა საქართველოშიც ხარობს, მაგრამ ძირითადად მაინც აღმოსავლეთ აზიის ბინადარი ხე-მცენარეა.

უძველესი დროიდან იყენებდნენ მას მეხსიერებისთვის და არა მარტო, ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობისთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარდა ამისა, მას ანტიოქსიდაციური მოქმედებაც აქვს. ის ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ტვინში და ზოგადად, ორგანიზმში, რაც მეტ-ნაკლებად აფერხებს დაბერების პროცესს.

გარდა ამისა, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მიკროცირკულაციას, ანუ აუმჯობესებს მცირე კალიბრის სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის გადატანას, რომ ყველა ორგანომ, მათ შორის გულმა, ფილტვმა, თირკმელმა, უფრო ჯანმრთელად იფუნქციონიროს და ჰქონდეთ უფრო ჯანმრთელი სისხლის მომარაგება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ტროპიზმი, რაც მას სწორედ თავის ტვინისადმი გააჩნია და აი მისი ეს ფუნქცია არის სწორედ ანტიოქსიდაციური მოქმედება.

რა მოლოდინია გინგკო ბილობას და ქოლინის ერთ ფორმულაში მოქცევის შემდეგ, რა მიზანი აქვს მათ გაერთიანებას, რაზე მუშაობს თითოეული კომპონენტი ცალ-ცალკე და ერთად?

ქოლინს სწრაფად გადააქვს ინფორმაცია თავის ტვინში, ამძლავრებს უჯრედების მემბრანას. პარალელურად, გინგკო ბილობასაც აქვს უჯრედის მემბრანის გამაძლიერებელი მოქმედება და გარდა ამისა, ის აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და ნებისმიერ უჯრედში, ნებისმიერ ქსოვლიში, უფრო სწრაფად ახდენს სისხლის მიწოდებას.

ამას ჰქვია ნოოტროპული, ასევე სისხლძარღვოვანი ეფექტი, ანუ თვითონ ქსოვილზე სისხლით მომარაგების გაუმჯობესება და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის თავიდან აცილება. საკმაოდ ეფექტური კომბინაციაა ამ შემთხვევაში.

სააფთიაქო ქსელში ქოლინის შემცველი პრეპარატის შეძენისას, შეიძლება, რომ ბევრი ვარიანტი შემოგვთავაზონ… როდესაც აქცენტს ვაკეთებთ ქოლინზე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შეძენის დროს?

რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია, რომ გადაწყვეტილება ექიმმა მიიღოს, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ბევრს არ შეუძლია ექიმთან მისვლა, თუნდაც დროის უქონლობის გამო, თუნდაც ფინანსური მდგომარეობის გამო და ა.შ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეფექტური კომბინაციის ბევრი არჩევანი ნამდვილად არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ ერთი ვარიანტი გახლავთ, სადაც ქოლინის და გინგკო ბილობას შემადგენლობა და დოზირება საკმაოდ იდეალურია.

არსებობს ასეთი პრეპარატი, რომელიც ახლახან შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და მას ჰქვია „დემაციტ ქოლინი“. მასში შედის ქოლინი საკმაოდ დიდი დოზით, 500 მილიგრამით და გინგკო ბილობა 60 მილიგრამით.

სხვა შემთხვევაში, გინგკო ბილობა ცალკე დიდი დოზებითაც იწარმოება, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა გითხრათ, რომ წამყვანი არის ქოლინი.

გინგკო ბილობა ძალიან მიყვარს, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი ხე-მცენარეა და თავისი მოქმედებებიდან გამომდინარეც, როგორც მოგახსენეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ის უფრო მის დამხმარე როლს ასრულებს. ვერ დავაკნინებ და ყავარჯენს ვერ ვუწოდებ, მაგრამ დაახლოებით ამას აკეთებს და ეხმარება ქოლინს სისწრაფეში.

ვახსენეთ „დემაციტ ქოლინი“, სადაც შედის აი 500 მგ ქოლინი და 60 მგ გინგკო ბილობა, თუმცა მანდ არის კიდევ ერთი კომპონენტი, ეს გახლავთ პიპერინი, რომელიც არის ბუნებრივი ალკალოიდი. შავი წიწაკა ყველამ ვიცით და აი სწორედ ამ შავ წიწაკაში მოიპოვება ის.

ახლა, ვიღაცას შეიძლება გაეცინოს, რა შუაშია შავი წიწაკაო, მაგრამ მას ძალიან ბევრი სამკურნალო თვისება აქვს, მას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.  

ამ შემთხვევაში, შავ წიწაკას სულ სხვა დანიშნულება აქვს, ის ამ ორი ნივთიერების შეწოვას, ანუ ბიოაბსორბაციას ეხმარება. მისი იქ არსებობა აჩქარებს სწრაფ შეწოვას, აუმჯობესებს ბიოშეღწევადობას.

შავი წიწაკა თავისთავად აქტივატორიც არის და თავისთავად, ტვინის გააქტიურებას, ანუ ორგანიზმის გააქტიურებასაც იწვევს.

ასე რომ,  ამ შემთხვევაში, ქოლინი თავისი პირველი დანიშნულებით არის, გინგკო ბილობა დამხმარე საშუალებაა, პიპერინი კი  წარმოადგენს მესამე კომპონენტს, რომელიც აუმჯობესებს აი ამ ორის სწრაფ შეწოვას, ანუ ბიოშეღწევადობას.

დოზა ისეთია, რომ დღეში ერთი კაფსულის მიღება საკმარისია.

რას გვაძლევს ეს კომბინაცია?! უფრო მეტს, ვიდრე სხვა ტიპის კომბინაცია! ამ შემთხვევაში პლუსი სწორედ ის არის, რომ მოქმედება არის უფრო ეფექტური და უფრო სწრაფი.

აღსანიშნავია, პირველი ის, რომ ხდება ნერვული იმპულსის სწრაფი გადაცემა ნერვულ უჯრედში, მეორე ის, რომ ნერვული უჯრედის მემბრანის სიმტკიცე და გამძლეობა მატულობს და მესამე, ის, რომ უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა თავის ტვინის ქსოვილებში.

ბატონო სოსო, თუ ჩვენ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს და ვატყობთ, რომ ეს ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, „დემაციტ ქოლინი“ შეგვიძლია, საკუთარი ნებით, ექიმის დანიშნულების გარეშეც შევიძინოთ?

კი ბატონო, ნამდვილად შეგვიძლია, იმიტომ რომ „დემაციტ ქოლინი“ ეს გახლავთ ისეთი საშუალება, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა, პრაქტიკულად, არ აქვს გვერდითი მოვლენები, მაგრამ გვერდითი მოვლენებისგან დაზღვეული არავინაა, რადგან გვერდითი მოვლენა შეიძლება, ნებისმიერმა რამემ მოგვცეს, არა თუ მედიკამენტმა, ნებისმიერმა საკვებმაც, თუმცა მას არ აქვს აკრძალვა, მას არ აქვს გვერდითი მოვლენები, არის აბსოლუტურად უსაფრთხო.

მთავარი არის ის, რომ მისი დანიშვნა და მიღება ნამდვილად შეიძლება ექიმის გარეშეც კი. ის ინიშნება არა მხოლოდ უშუალოდ უკვე არსებული დემენციების დროს, იქნება ეს ალცჰაიმერის დაავადება თუ სხვა სახის დემენციები, მეხსიერების სერიოზული დარღვევების დროს,  უკვე ასაკობრივი ან ასაკობრივზე მეტი მეხსიერების დაქვეითების დროს, არამედ ისეთ ადამიანებშიც, რომელთაც აღენიშნებათ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, გაფანტულობა, სტრესის ფონზე, ყოველდღიური გადაძაბვის ფონზე, ძილ-ღვიძილის დაქვეითების ფონზე და ზოგადად ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვის, ანუ ასთენიის ფონზე. 

როგორია დემაციტ ქოლინის მიღების წესი და მისი მიღების შედეგ, როდის ვიგრძნობთ შედეგს?

მიღების წესი არის ძალიან მარტივი, დღის პირველ ნახევარში ერთი კაფსულა. უმჯობესია დილით მიღება.

რაც შეეძლება ხანგრძლივობას, თუ რამდენი ხანი შეიძლება მისი დალევა, 3-4 თვიდან, რამდენიმე წლამდე, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება, თუ კი რაიმე სხვა პრობლემა არ შეაწუხებს ადამიანს, სხვა დაავადებებიდან გამომდინარე, იქნება ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემა. შესაბამისად, პაციენტმა თავის მკურნალ ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია.

რაც შეეხება შედეგს, ქართველი არის ყოველთვის მოუთმენელი და ყოველთვის უნდა, რომ შედეგი ეგრევე, ასე ვთქვათ, დაიდოს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ასე არ ხდება.

თემას რომ გადავუხვიოთ, სულ სხვა საკითხია ანტიდეპრესანტები, ხომ?! მათი დანიშვნის დროსაც, ყოველთვის იგივე შეკითხვა – „რამდენ ხანში მექნება შედეგი?“ ისმის.

როდესაც გერმანელი ექიმი ეუბნება გერმანელ პაციენტს, რომ შენ ანტიდეპრესანტი უნდა სვა 6 თვე და აი 6 თვის მერე უკვე მყარი შედეგი დაიწყებს დადგომას, გერმანელი პაციენტი მას უხდის ძალიან დიდ მადლობას და მორჩილად სვამს წამალს 6 თვე. რა თქმა უნდა, ექიმი მას აფრთხილებს შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებაც და ამ დროს, პაციენტი ეკონტაქტება ექიმს.  

როდესაც ქართველ პაციენტს ამაზე ეუბნები, იმას ეკარგება შენი ნდობა, იმიტომ, რომ ქართველ პაციენტს უნდა, რომ შედეგი ერთ კვირაში დაიდოს.  

ანალოგიური ვარიანტია,  როდესაც საქმე ეხება უმაღლეს ქერქულ ფუნქციას, როდესაც საქმე ეხება შორეულ პერსპექტივებს შენი ჯანმრთელობისას, მეხსიერებას.  

მე და ალბათ, ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხო, რა გირჩევნია, დემენცია თუ რაიმე ორგანული დაავადებაო, რა თქმა უნდა, რაიმე ორგანული დაავადება იქნება პასუხი. ჯობია, რაღაცა ორგანული დაავადება ჰქონდეს ადამიანს, თუნდაც სერიოზული, ვიდრე დემენცია. რატომ?! იმიტომ, რომ პიროვნება აღარ ხარ! აღარ არსებობს არაფერი, ის რაც შენში არსებობდა, აღარ არსებობს არანაირი მოგონებები, ვერ ცნობ შენს უსაყვარლეს ადამიანებს…

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ცხადია, ჩვენ უნდა დაველოდოთ შედეგს. ჩვენ უნდა ვსვათ ის, რომ თავი დავიცვათ შემდგომი სერიოზული კოგნიტური დარღვევებისგან.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველას დემენცია უნდა დაგვემართოს,  მაგრამ არავინ არ ვართ ამისგან დაზღვეული. არც ერთი ადამიანი არ არის დაზღვეული, არც ერთ ადამიანს არ წარმოედგინა, არც ერთ მის ოჯახის წევრს, რომ დემენცია დაემართებოდა. როგორ გეუბნებიან, იცით, ოჯახის წევრები?! „თქვენ იცით ეს რა პიროვნება იყო? მან „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდა! კათედრის გამგე იყო, პროფესორი იყო…“

ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება. და ისევე, როგორც ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე უნდა მივხედოთ ჩვენს გონებრივ ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ჩვენ შედეგს აუცილებლად ვნახავთ ამ შემთხვევაში.