LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი ღამის ეფექტი“ – მეგან ფოქსის ექს-პარტნიორი, კოლსონ ბეიკერი დაკოტა ჯონსონის სახლში დარჩა

281
Untitled Design (3)

მეგან ფოქსის ექს-პარტნიორი, კოლსონ ბეიკერი როგორც ჩანს, დაკოტა ჯონსონის სახლში ღამის გასათევად დარჩა. ამის შესახებ გამოცემა Page Six ექსკლუზიურ ფოტოებსა და ვიდეომასალაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რეპერი ხუთშაბათს, გვიან ღამით, ლოს-ანჯელესში მდებარე ხმის ჩამწერი სტუდიიდან გამოსვლის შემდეგ დაკოტა ჯონსონის სახლთან მივიდა.

წყვილი პაემანზე გასულ კვირასაც შენიშნეს, რასაც მათ რომანის შესახებ ჭორების გავრცელება მოჰყვა.

„პირველი ღამის ეფექტი“ – ასე შეაფასეს დაკოტასა და კოლსონის უახლესი ფოტოები სოციალურ მედიაში.

„აქ რა ხდება, დაკოტას მადა გაეხსნა?“, მერე მეგან ფოქსი?! – დაკოტა ჯონსონი Machine Gun Kelly ერთად გადაიღეს – პაპარაცული ფოტოები

„კრის მარტინის დასავიწყებლად არ გამოადგა და მიატოვა“ – დაკოტა ჯონსონი და ტაკერ პილსბერი დაშორდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები